შიო III

შიო III

26 May. 2026, 13:52

"მინდა მივმართო, ჩვენს მომავალ თაობას, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისათვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ მნიშვნელოვანია მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე, ადამიანს შთააგონებენ თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ესაა დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების, და ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა.

სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნებისა და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს

11 საერთაშორისო უფლებადამცველი და მედიის თავისუფლების ორგანიზაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრებს…