საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობების შესახებ განახლებულ ინფომრციას ავრცელებს. 15 საათის მონაცემებით, აქტივობა 29,84 პროცენტია.

ცესკოში ამბობენ, რომ აქტივობა ყველაზე მაღალია რაჭა-ლეჩხუმში (46%), ყველაზე მცირე კი - შიდა ქართლში (25%). თბილისში, სადაც მერსაც ირჩევენ, ამომრჩეველთა აქტივობა 27,7 პროცენტი იყო.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმავე დროს, ამომრჩეველთა აქტივობა 28,94 პროცენტი იყო.