თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი კითხვებს აჩენს - IDFI-ის კვლევა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიულ აპარატს მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია სჭირდება, ადმინისტრაციული ხარჯები კი კითხვებს აჩენს. ასეთია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.
ორგანიზაციამ 2011-2016 წლებში თბილისის მერიასა და საკრებულოში არსებული ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაცია დაამუშავა. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, უწყებიდან მიღებული არასრულყოფილი და არაკლასიფიცირებული მონაცემების გამო გარკვეული საკითხები დეტალურად ვერ შეისაწავლეს.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
- 2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 ათას თანამშრომელს ითვლის;
- 2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში (ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები) დასაქმებული თანამშრომლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს ფიქსირდება - 1 198 საშტატო და 80 შტატგარეშე თანამშრომელი;
- 2012 წლის შემდეგ თბილისის მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა მკვეთრი მატება უმეტესწილად განაპირობა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნამ, სადაც, 2016 წლის მდგომარეობით დასაქმებულია დაახლოებით 480 თანამშრომელი;
- 7 რაიონული გამგეობიდან მიღებული მონაცემების მიხედვით 2013 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 524 თანამშრომელი, ხოლო 2015წლის მდგომარეობით - 641 თანამშრომელი;
- 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, თბილისის მერიის დაფუძნებულ 7 სსიპ-ში დასაქმებული იყო 2 144 თანამშრომელი, ხოლო 79 არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირში - 3 684 თანამშრომელი;
- 2011 წლის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოს აპარატში დასაქმებული იყო 171 საშტატო და არცერთი შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 247 საშტატო და 69 შტატგარეშე თანამშრომელი;
- 2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში და რაიონულ გამგეობებში დასაქმებული საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება 41 მილიონი ლარი, ეს მაჩვენებელი 2014 წელს 40 მილიონ ლარამდე, ხოლო 2015 წელს 35,6 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2016 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა და 37,4 მილიონი ლარი შეადგინა;
- 2013-2014 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიის დარღვევით, ადმინისტრაციის ასიგნებებიდან პრემიები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ასევე გაცემულია თბილისის მერიის სხვა საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების თანამშრომლებზე;
- თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 8,2 მილიონი ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს, ხოლო პრემია 4,2 მილიონ ლარს. 2015 წელს საკრებულოში პრემიები გარკვეულწილად ჩაანაცვლა სახელფასო დანამატებმა და პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 2,8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს - 3 მილიონი ლარი;
- 2011 წლის შემდეგ საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისგან განსხვავებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები. ეს რიცხვი 2016 წელს 2011წელთან შედარებით დაახლოებით 4,5-ჯერ არის გაზრდილი;
- 2017 წლის ივნისის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება 289 ავტომობილი, ხოლო თბილისის საკრებულოს ბალანსზე - 35 ავტომობილი;
- თბილისის მერიის ავტომობილებს შორის, ექსპლუატაციაში მიღების თარიღად 2014 წლის შემდეგ პერიოდი მითითებულია 31 ავტომობილის შემთხვევაში. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014 წლის შემდეგ ავტოპარკის განახლებაზე ხარჯები არ გაწეულა;
- 2015 წლის შემდეგ როგორც მერიის ასევე საკრებულოს შემთხევაში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა;
- თბილისის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება 140,4 ათასი ლარი. 2016 წლის მდგომარეობით მსგავსი ხარჯები შეადგენს 42,1 ათას ლარს.
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები