"მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე
"ფაქტი არის ერთი — მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარებს, რომ არის ჭორებზე დაფუძნებული", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე საუბრისას. მისივე თქმით, "მტკიცებულება სხვაა და მონაყოლი სხვაა" და სწორედ "მონაყოლებზეა" დაფუძნებული ეს დასკვნა. საერთაშორისო სასამართლოზე საუბრისას კი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ "სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ, ყველგან დამარცხდნენ და თუ ვინმეს სურს წასვლა საერთაშორისო სასამართლოზე, უნდა იცოდეს, რომ დამარცხდება".
"ფაქტი არის ერთი — მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარებს, რომ არის ჭორებზე დაფუძნებული. თავად დოკუმენტში არის, რომ არის მონათხრობებზე. წამება რომ ახსენეთ, ერთ-ერთმა პირმა გვითხრა, რომ როცა დამიჭირეს, პოლიციაში მიიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექი. გადაამოწმე აბა, ასე თქვა... მტკიცებულება სხვაა და მონაყოლი სხვაა. მონაყოლით ვიცოდით, რომ 2 ადამიანი შიმშილობდა და რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ შიმშილობენ კი არა, კარგსაც ჭამენ, კარგსაც სვამენ და ჩხუბიც აქვთ ერთმანეთზე. ასე რომ ასეთ მონაყოლებზეა დაფუძნებული ეს დასკვნა. ჩვენ ვაპირებთ მივყვეთ საქართველოს კონსტიტუციას და ქართულ კანონმდებლობას.
რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს: სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი ძალები — ყველგან დამარცხდნენ, განურჩევლად. სტრასბურგის სასამართლოში ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, რუსთავი 2-ის საქმეზე. ბრიუსელი, რომლის მოქმედი ელჩიც იუსტიციის მინისტრთან მიდიოდა ცრუ დემარშებით სააკაშვილთან დაკავშირებით, დამარცხდა სტრასბურგში საქართველოსთან. ასევე დამარცხდნენ არბიტრაჟებში საქართველოსთან თაღლითური სქემებისთვის, რომელიც ლელოს ხელმძღვანელობას ჰქონდა აწყობილი. ასე რომ საერთაშორისო სასამართლოში თუ ვინმეს უნდა წასვლა, ვინმე თუ ფიქრობს ასეთ რაღაცებზე, იცოდეს, რომ დამარცხდება ყველგან", — განაცხადა მან.
შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის დამოუკიდებელ მომხსენებელ პატრიცია გრიჟებიკზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ის საქართველოში 2 დღით იყო ჩამოსული და 100-გვერდიანი დოკუმენტი დაწერა და ნაკლებად დამაჯერებელია რომ ეს ერთი ადამიანი კომპეტენტური იყო იმდენად, რომ 100-გვერდიანი დოკუმენტი დაეწერა რამდენიმე დღეში.
- რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა
- რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
მისივე განმარტებით, ექსპერტმა საპასუხოდ გაგზავნილი შენიშვნები არ გაითვალისწინა და სხდომაზე შეუცვლელი დოკუმენტი გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ექსპერტი პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირია, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან.
"ადამიანი რომელიც აქ 2 დღე იყო ჩამოსული და არანაირი პროფესიული სახის შეხება არ ჰქონია საქართველოსთან, რომ ცოდნა ჰქონდეს საქართველოზე. 2 დღე იყო აქ და შემდეგ 2 დღეში 100-გვერდიანი დოკუმენტი დაწერაო, ასე გვეუბნებიან. ნაკლებად დამაჯერებელია, რომ დაწყებული გამოხატვის თავისუფლებიდან და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით ეს ერთი ადამიანი კომპეტენტური იყო იმდენად, რომ 100-გვერდიანი დოკუმენტი დაეწერა რამდენიმე დღეში. შემდეგ ეს პროექტი მოგვაწოდეს, რის საპასუხოდაც, წინა სამშაბათს, ამ პროექტს 100-გვერდიანი პასუხი და შენიშვნები და კომენტარები გაეცა. ხუთშაბათს პირდაპირ სხდომაზე გამოვიდა შეუცვლელი დოკუმენტი. რაც, რა თქმა უნდა, აჩვენებს, რომ მას წაკითხულიც არ ჰქონდა კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ეს, ერთის მხრივ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის კომპილაცია იმ სურვილების და განზრახვებისა, რომელიც ინიციატორ ქვეყნებს ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით და გამოიყენეს ეს ექსპერტი იმისთვის, რომ რაღაცა ფორმა მიეცათ და მეორე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან. არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, შარშან, გაეროში დაყენებული იყო კანდიდატურად პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, სტიპენდიებს იღებდა, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ანუ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ "მოსკოვის მექანიზმი" კოორდინაციაში იყო ქართულ ენჯეო-სექტორთან, "ქართულ მე-5 კოლონასთან" და სწორედ მათ შეკერეს ეს საქმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მას მაგალითად "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ფეისბუქ-პოსტი მოჰყავს.
"ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ენჯეოს განცხადება მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით. ისაუბრა, რომ როცა საუბრები იყო მექანიზმთან დაკავშირებითო, იქ როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა, ესეც კი მოყვა ქალბატონმა ბაია პატარაიამ. ზოგიერთ ქვეყანას ექსპერტი უნდა წარედგინა. ვის რა უნდა წარედგინა წინასწარ შეთანხმებული, კოორდინირებული, ორკესტრირებული იყო მათ შორის, შიდა ქართულ მე-5 კოლონასთან.
იმ დღეს ერთ-ერთმა მეორე ენჯეოშნიკმა, ცალ ფეხზე დგომა რომ უყვარს, სხდომის მიმდინარეობისას დადო ფოტო, სადაც არის დაბეჭდილი დასკვნა ასახული, ყდა ჩანს და ასევე წარწერა. გადაღებული არის დახურული სხდომიდან. ანუ, ვიღაცამ შიდა დახურული სხდომიდან მიაწოდა ფოტომასალა. აღარ ვსაუბრობ იქ ვიდეო და დაუდიო მასალები თუ იყო და მესიჯობა თუ მიდიოდა ვინ რა უნდა თქვასო.
ფაქტია რომ იყვნენ კოორდინაციაში საქართველოში მე-5 კოლონასთან, რომელთან ერთადაც შეკერეს ეს საქმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი საუბრებიც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს დიდი ეჭვი, რომ ამ საქმის შეკერვა იყო კოორდინირებული უცხოელ და შიდა აქტორებს, შორის. ამაში, მე მგონი, გასაკვირიც არაფერი არ არის", — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 2026 წლის 12 მარტს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უკიდურესად კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება, — წერს საია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის მიმოხილვისას და დასძენს, რომ "ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფას, სისტემური და ფართომასშტაბიანი დარღვევების პრაქტიკას, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ტენდენციებს, რომლებზეც, უკვე წლებია, უფლებადამცველები და საერთაშორისო მექანიზმები მიუთითებენ".
- ირაკლი კობახიძე: "ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი"
- ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები
- რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა
- საფრანგეთი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმაურება
- კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს "სრულ ბოდვას" უწოდებს
- ძლიერი საქართველო ლელო: აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის
- მაკა ბოჭორიშვილი: "ვიზიტიდან 2 დღეში მოამზადეს 90-გვერდიანი ანგარიში, რაც ბადებდა ეჭვს, რომ იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში"
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
კომენტარები