ძლიერი საქართველო ლელო: აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის
ლელო — ძლიერი საქართველო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება, დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგის დაწყება.
მათი განმარტებით, საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე ვერ გამოვა. ლელო — ძლიერი საქართველო წერს, რომ აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და ქართული ოცნების მხრიდან ოფიციალური შედეგების რეალობის გაყალბებისა.
მათივე თმით, ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს შექმნის, ხოლო პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
"დღეს საქართველოს ირგვლივ შექმნილია უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური ვითარება. რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს უშუალო სიახლოვეს შეიარაღებული კონფლიქტები მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს და საქართველოს ახალი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.
ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნის შიგნით არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო ასუსტებს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობას ეფექტურად უპასუხოს გარე საფრთხეებს.
სამწუხაროდ, არსებული ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა იმ პოლიტიკის შედეგად, რომელმაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორებისგან ფაქტობრივად იზოლირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება კი შეუძლებელია ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერისა და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე.
საქართველო ამ საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე.
ამ ფონზე საგანგაშოა, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მხოლოდ ღრმავდება. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ასობით მოქალაქე, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო ამძაფრებს კრიზისს.
ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნამ დაადასტურა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი ღრმა კრიზისი. ეს დასკვნა არის საერთაშორისო საზოგადოების ვერდიქტი ქართული ოცნების მიმართ და პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კურსის პირობებში სტაბილური და ევროპული მომავლის მქონე მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერსპექტივა არ არსებობს.
ამ ყველაფერმა შეიძლება მიგვიყვანოს იმ ვითარებამდე, როდესაც გამოსავლის მოძებნა პოლიტიკური ნების არსებობის პირობებშიც კი უკვე შეუძლებელი გახდეს. ასეთ ვითარებაში ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს პოლიტიკური დაპირისპირების სწრაფ დეესკალაციას და პასუხისმგებლიან, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონში არსებული უმძიმესი გამოწვევების ფონზე, დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული კონსოლიდაცია და ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური სისტემა.
დღეს საქართველოს სჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით. აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და ქართული ოცნების მხრიდან ოფიციალური შედეგების რეალობის გაყალბებისა.
არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს შექმნის.
ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება", — წერია განცხადებაში.
ლელო — ძლიერი საქართველო ასევე წერს, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს შექმნილ ურთულეს საერთაშორისო გარემოში ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე შეუძლებელია. მათივე განმარტებით, სწორედ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან, რომელშიც ქართული სახელმწიფო მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე აღმოჩნდა.
"ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც სჭირდება სახელმწიფოს — საქართველოს მოქალაქეებს! ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს შექმნილ ურთულეს საერთაშორისო გარემოში ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე შეუძლებელია.
ძლიერი საქართველო — ლელო მზად არის პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან, რომელშიც ქართული სახელმწიფო მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე აღმოჩნდა", — წერია განცხადებაში.
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები