კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთში პოლიტპატიმრები არ არიან.

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერი სახის პოლიტიკური პატიმრების არსებობას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხის მსგავსი ფორმულირება სრულიად უადგილოა", — აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა შეერთებულ შტატებთან სანქციების შესაძლო შერბილება პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ფორმით ეს თემა "ვერ დაისმებოდა".

ამავდროულად, მან განმარტა, რომ პატიმრების გაცვლის საკითხზე ამერიკული და რუსული სპეცსამსახურები მუდმივად თანამშრომლობენ.

"რაც შეეხება წარსულში განხორციელებულ გაცვლებს, ჩვენი სპეცსამსახურები ამ მიმართულებით კავშირს ინარჩუნებენ", — დასძინა პესკოვმა.