ადამ კადიროვი იმუქრება, რომ ზელენსკის დაიჭერს და გროზნოში ჩაიყვანს
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, მკაცრი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ მამამისის ან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიიღებს დავალებას, მზად არის "იპოვოს და გროზნოში ჩაიყვანოს" ზელენსკი.
განცხადება ზელენსკის 7 იანვარს გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა, როდესაც მან, აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების განხილვისას, ტრამპს მოუწოდა, მსგავსი ზომები რამზან კადიროვის წინააღმდეგაც მიიღოს. კერძოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ს უნდა ჩაეტარებინა "რაღაც ტიპის ოპერაცია კადიროვის წინააღმდეგ", რათა ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე.
ამის საპასუხოდ, ადამ კადიროვმა საკუთარ Instagram-გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკის სიტყვებს ხუმრობად არ აღიქვამს და მათ შეურაცხყოფად მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში მზად იქნება ზელენსკის "ნებისმიერ ადგილას" მიაგნოს. მისი თქმით, ეს არ იქნება საჯაროდ გამოცხადებული ოპერაცია, არამედ პირდაპირი ქმედება. კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის გროზნოში მიიყვანდნენ "არა როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც სამხედრო დამნაშავეს".
18 წლის ადამ კადიროვი რამზან კადიროვის მესამე ვაჟია. ამჟამად იგი ჩეჩნეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ზელენსკის სიტყვები "არც დავიწყებიათ და არც უპატიებიათ" და ასეთ განცხადებებს პირად შეურაცხყოფად აღიქვამს.
"უკრაინის ე.წ. "პრეზიდენტი" — კიეველი ნარკომანი, რომელმაც სრულად დაკარგა კავშირი რეალობასთან — კვლავ რაღაცას ბოდავს მამაჩემზე, რამზან ახმატოვიჩ კადიროვზე. უსასოობისგან ეს კლოუნი თავის პატრონებს სთხოვს, "რამზან კადიროვი ამერიკაში მიიყვანონ". ეს უკვე ადამიანის სრული მორალური და პოლიტიკური დეგრადაციის დიაგნოზია — ადამიანის, რომელმაც ითამაშა ჯარისკაცობანა და ახლა ჰგონია, რომ ვინ იცის ვინ არის", — დაწერა ადამ კადიროვმა.
ის ზელენსკის დაემუქრა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი "იტირებს და იკივლებს, ფეხსაცმელებს აკოცებს და პატიებას ითხოვს".
"შენ სისხლით დასვრილი კლოუნი ხარ. ცარიელი ადგილი, რომლის სიტყვები არც ერთი გასროლის ფასად არ ღირს. შენ შენი ქვეყანა გაანადგურე იაფფასიანი პათოსისა და დასავლური ქების გამო. მაგრამ შენი დრო მალე დასრულდება. და როცა ეს მოხდება, გაიხსენებ დღევანდელ "მწვავე ხუმრობებს" და ინანებ ყოველ სიტყვას, რაც თქვი. მოემზადე, მსახიობო. შენი სპექტაკლის ფინალს ჩვენ დავწერთ. და ეს კომედია ნამდვილად არ იქნება", — დაწერა მან.
მანამდე თავად რამზან კადიროვმაც მკაცრად უპასუხა ზელენსკის განცხადებებს და "დამამცირებელი" უწოდა. მისი თქმით, ეს შეიძლება მიუთითებდეს მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაზე. კადიროვის შეფასებით, ასეთი რიტორიკა უკრაინის ხელისუფლების სუსტ პოზიციას უსვამს ხაზს.
ეს სიტყვიერი დაპირისპირება უკრაინელ და ჩეჩენ ოფიციალურ პირებს შორის უკვე არსებული საჯარო რიტორიკული კონფლიქტის ნაწილია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას" ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას"
გადახედვა
კომენტარები