სტელენას დაბრუნება? — ნინა დობრევი და პოლ უესლი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ
ფოტო: CW
ვამპირის დღიურების, განსაკუთრებით კი სტელენას ფანებისთვის, კარგი ამბავი გვაქვს: ნინა დობრევი და პოლ უესლი ეკრანებზე ახალი პროექტით ბრუნდებიან. მსახიობები აგი ბლუმ ტომპსონის 2025 წლის რომანის You Deserve to Know სატელევიზიო ადაპტაციაში კვლავ ერთად ითამაშებენ.
You Deserve to Know მოგვითხრობს გარეუბანში მცხოვრებ სამ წყვილზე — მეზობლებსა და საუკეთესო მეგობრებზე. როდესაც ერთ-ერთი მეზობლის ქმარს კლავენ, შოკისმომგვრელი საიდუმლოებები მჟღავნდება და მეზობლების მეგობრობაც ეჭვის ქვეშ დგება. ნინა დობრევი და პოლ უესლი ახალ სერიალში მეზობლებს განასახიერებენ. მკვლელობის გამოძიებისას ისინი საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებიან, რაც საბოლოოდ კონფლიქტის საფუძველი ხდება.
ფოტო: X
გარდა როლების შესრულებისა, ნინა დობრევი და პოლ უესლი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერებიც იქნებიან. You Deserve to Know-ს სცენარისტი ბრაიან ტანენია, პროექტს კი Hulu იღებს.
"ამ ამბის გაზიარებას მოუთმენლად ველოდი. მე და პოლ უესლი კვლავ ვერთიანდებით, რათა You Deserve to Know-ში ვითამაშოთ და მისი აღმასრულებელი პროდიუსერებიც ვიყოთ. ადაპტაციის შექმნაში კამერის ორივე მხრიდან მუშაობა ძალიან ამაღელვებელია. უღრმესი მადლობა ჩვენს პარტნიორებს", — ვკითხულობთ ნინა დობრევის ინსტაგრამის პოსტში.
მიუხედავად იმისა, რომ ნინა დობრევი ვამპირის დღიურებში მთავარ როლს ასრულებდა, მას არასდროს ჰქონია ისეთი მაღალი ანაზღაურება, როგორიც სერიალში მონაწილე კაც მსახიობებს — იან სომერჰოლდერსა და პოლ უესლის. ამ ფაქტის შესახებ ნინამ შოუს დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ისაუბრა.
"პირველი ორი სეზონის განმავლობაში ძირითადი შემადგენლობიდან ყველაზე დაბალი ანაზღაურება მე, კენდის კინგსა და კეტს გრეჰემს გვქონდა. ცოტა რთული სიტუაცია შეიქმნა, რადგან ჩემი კონტრაქტი მხოლოდ ელენას როლს ითვალისწინებდა, თუმცა მე რამდენიმე პერსონაჟს ვასახიერებდი, რამაც ჩემი სამუშაო დატვირთვა გააორმაგა. გადასაღებ მოედანზე ორჯერ მეტი დროის გატარება და ორჯერ მეტი ტექსტის დამახსოვრება მიწევდა. კეტრინის თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ ასევე ვითხოვდი სამართლიან ანაზღაურებას, რათა ჩემი შრომაც ბიჭების მსგავსად, თანაბრად დაფასებულიყო", — განაცხადა ნინა დობრევმა.
ფოტო: CW
შეგახსენებთ, რომ ნინა დობრევმა ვამპირის დღიურები მე-6 სეზონის დასრულებისას, 2015 წლის მაისში დატოვა. ის პროექტს მხოლოდ სერიალის დასკვნითი სერიისთვის დაუბრუნდა და მე-8 სეზონის ფინალური ეპიზოდში კვლავ მიიღო მონაწილეობა.
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
კომენტარები