მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში — ექიმმა მაკა იოსელიანმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგზე ისაუბრა
25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ექიმმა მაკა იოსელიანმა დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პაციენტს 2024 წლიდან რამდენიმე სახსრის დაზიანება აქვს, როგორც პერიფერიულზე, ასე ცენტრალურზე. მისივე თქმით ძლიერი ტკივილების გამო პაციენტის სრულყოფილად გასინჯვა ვერ მოხერხდა და რევმატული და ანთებით-სახსროვანი პათოლოგია პროგრესირებს.
"2024 წელს პრობლემები იყო მხოლოდ პერიფერიული სახსრებზე, იგულისხმება მუხლი, მხარი, წვრილი სახსრები და, რაც მთავარია, არ იყო გავა-თეძოს სახსარი, რაც რევმატოლოგიისთვის რადიკალურად ცვლის დიაგნოზს. 2024 წელს, თურქი კოლეგების მიერ დიაგნოზი დაისვა რეაქტიული ართრიტის. ეხლა რადიკალურად შეცვლილია სურათი და დამატებულია პერიფერიული სახსრები, წვრილი სახსრები და ხერხემალი. თუმცა, ამით ეს პრობლემა არ მთავრდება, იმიტომ რომ ისევ 2024 წელს დაფიქსირებულია ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის არსებობა. გარდა ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა, აქვს რეაქტიული ართრიტი. კიდევ ვიმეორებ, იმ პერიოდში არ იყო ხერხემლის დაზიანება. ამავე პერიოდში იყო გარკვეულ ინფექციებზე საუბარი და ამ ინფექციებზე ჩატარდა მკურნალობა. 2024 წელს, საუბარი იყო ფილტვის დაზიანებაზე, რომელმაც ასევე სრული ვერიფიცირება ვერ მოხდა", — განაცხადა ექიმმა.
მისი თქმით ამ ფონზე აუცილებია მრავალპროფილური გამოკვლევების ჩატარება და რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია.
"ეს ყველაფერი აუცილებელს ხდის გამოკვლევების ჩატარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია, გარდა რევმატოლოგისა, რომელიც უკვე ჩატარდა. საჭიროა ინფექციონისტის, ასევე პულმონოლოგის კონსულტაცია და უამრავი კვლევა, რომელმაც, აუცილებელია განსაზღვროს, აქ რევმატული ავტოიმუნური დაავადება არის მხოლოდ, თუ რა როლს თამაშობს აქ ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში მოეხსნა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი დოზა ჰორმონის გამოყენების შემდეგ,
ძლიერი ტკივილების გამო ძალიან ძნელი იყო პაციენტის გასინჯვა, სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვის დროს ვერ დაწვა, ვერ გავსინჯეთ ვერც გავა-თეძოს სახსარი და ვერ შევაფასე ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა ბოლომდე. ეს არგუმენტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩატარდეს კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში", — განაცხადა ექიმმა მაკა იოსელიანმა.
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები