ირმა ინაშვილი

7 Oct. 2017, 20:22

ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ერთგვარ ბურანშია. გამოფხიზლდი, საქართველო! გაახილე თვალი! კარგად დააკვირდით თბილისის მერობის კანდიდატებს და აღმოაჩენთ, რომ კანდიდატთა უმრავლესობა ნაცმოძრაობის პირდაპირი თუ ირიბი მოკავშირეა.

  1. ვისაც ზაალ უდუმაშვილი მოგწონთ, შეგახსენებთ, რომ მხარს უჭერთ 7 ნოემბერს, 26 მაისს, 15 ივნისს, 6 მაისს, აგვისტოს ომს და სამარცხვინოდ ჩაბარებულ ქართულ მიწებს, ტერორს უჭერთ მხარს, ძალადობას, წართმევას და წამებას.
  2. ელენე ხოშტარიას პარტია იგივე წარსულითაა და იგივე მენტალიტეტით. ბოკერია მოენატრა ვინმეს, თუ უგულავა - ბაქრაძის პლაკატებმა მოგხიბლათ?
  3. ელისაშვილი იგივე მიშა სააკაშვილია,- პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში. ვისაც გონება უჭრის, უნდა გრძნობდეს, რომ ხალხის გულებს მიშაც ასე იპყრობდა. ვითომ უპარტიოს, რეალურად თვითონ ნაცები და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მემკვიდრე პარტია უჭერს მხარს, დამატებით რესპუბლიკელები. ელისაშვილი ნაცების მენშევიკია. უბრალოდ, ნეიტრალურს თამაშობს. ჩემი აზრით, ცუდად. სათადარიგოა,- ზალიკოს პარალელურად.
  4. ლეიბორისტებს სწორება ნაცებზე აქვთ.
  5. ვაშაძე ნაცების მემკვიდრე და სულიერი ძმაა.
  6. რესპუბლიკელების კანდიდატზე კომენტარს არც გავაკეთებ.

ვინ დარჩა მეორე ნაპირზე? კალაძე, მე და კახა კუკავა.
საქართველო და თბილისო, გამოფხიზლდი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი მზად არის, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის Starlink-ით აღჭურვილი დრონების…