ირმა ინაშვილი

17 Oct. 2017, 21:46

ბატონო ბიძინა, თქვენ გვპირდებოდით, რომ დასრულდება სიყალბე, აღარ იქნება უზურპაცია, რომ ვიცხოვრებთ სამართლიან სახელმწიფოში. სადაა დღეს ეს სამართლიანობა? და რაშია სამართლიანობა? სად გაქრა ყველა ის სიკეთე, რასაც თქვენ და თქვენი გუნდი გვპირდებოდით 2012 წლის შემოდგომაზე?

ფაქტია, რომ თქვენ დღესაც ბრძანდებით ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოქალაქე. ფაქტია, რომ კვირიკაშვილის მთავრობა თქვენი მოყვანილია. ფაქტია, რომ ამ მთავრობამ უკვე განახორციელა საარჩევნო სიტემისა და შესაბამისად, ძალაუფლების უზურპაცია და ნათელია, რომ ამ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უკვე დაამყარა რბილი დიქტატურა. ნათელია ისიც, რომ ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. სახეზეა ისიც, რომ საზოგადოება პირადად თქვენ გაკავშირებთ ყველა ამ ნეგატიურ მოვლენასთან. თქვენ კი, დუმხართ და გვაინტერესებს, ხართ თუ არა ამ პროცესების თანამონაწილე?

ჩვენ მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას! ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს! ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს! ჩვენ დავცავთ იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლით მოიპოვა. ჩვენ არ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას ბოკერიებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის "ტვირთი აიღონ"
  2. Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
  3. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  4. ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა
  5. "ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკი თეატრალური სივრცის — თოჯინების სახლის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს

ბაზისბანკი, ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, განაგრძობს მრავალფუნქციური…