საუკეთესო Back2School შეთავაზებების მიღმა — გუნდი, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას ქმნის
ფოტო: თიბისი
დღეს შეთავაზებები მხოლოდ ფასდაკლებებს აღარ მოიცავს. ისინი ქმნის გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს ბრენდსა და მომხმარებლებს. თიბისის შეთავაზებების გუნდი სწორედ ამ მიდგომით მუშაობს: ქმნის რეალურად საჭირო, მრავალფეროვან და სარგებლიან სერვისებს, რომლებიც ერთდროულად ამარტივებს ყოველდღიურობას და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებლებს.
როგორ ახერხებენ ისინი ამას? ამის შესახებ თავიანთ გამოცდილებას თიბისის შეთავაზებების გუნდის ლიდერი ბექა ჩოფიძე, ბრენდ მენეჯერი ნია გვარამია და პროდუქტის მფლობელი აკა სანიკიძე გვიზიარებენ.
ძლიერი გუნდის როლზე აკა სანიკიძე გვესაუბრა:
როგორ ახსნიდით, რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი გუნდი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად?
ამ პროცესში გუნდის ძალა გადამწყვეტია.
საქმე ის არის, რომ თუ გყავს ისეთი გუნდი, რომელსაც არ ესმის თავისი საქმე, ვერ ხვდება მომხმარებლის საჭიროებას და მუდმივად არ ფიქრობს განვითარებაზე, შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ასე რომ, წარმატებისთვის ძლიერი გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია.
გუნდს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა, იმის შეგრძნება თუ რისთვის კეთდება ესა თუ ის კამპანია და ვინ არის საბოლოო აუდიტორია. ჩვენს შემთხვევაში, კამპანიაში ჩართულები არიან არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ, ჩვენთან დაკავშირებული კომპანიები. საჭიროა, გუნდმა მოახერხოს, რომ მათი სურვილები, ინტერესები ემთხვეოდეს ერთმანეთს და ყველა მხარე მოგებული დარჩეს. ეს არის ძირითადი კრედო, რომლის საფუძველზეც ვმუშაობთ.
აკა ფიქრობს, რომ თიბისის კამპანიების მიზანია მომხმარებლისთვის ყოველდღიური რუტინა სარგებლიან და სასიამოვნო პროცესად აქციონ.
თიბისის შეთავაზებების გუნდი არის ის ჯაჭვი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პროდუქციის გამყიდველსა და მყიდველს. ისინი სწავლობენ, აკვირდებიან მომხმარებლის ქცევას, აანალიზებენ ბაზრის ტენდენციებს და შემდეგ გეგმავენ კამპანიებს. საკუთარი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მათი მიზანია სასარგებლო, დიდი და სასიხარულო კამპანიების დაორგანიზება.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა BACK 2 SCHOOL შეთავაზებების პროცესში და როგორ დაძლიეთ?
გამოწვევების არ გვეშინია და მიგვაჩნია, რომ ისინი გვაძლიერებს. ძალიან ბევრს ვსწავლობთ და დიდ გამოცდილებას ვიღებთ წარსული კამპანიებიდან.
ზოგადად ყველაზე დიდი გამოწვევაა სწორად მივაწვდინოთ მომხმარებელს ხმა და შევუქმნათ ისეთი კომფორტული შოპინგ გარემო, რომ მას არაფერზე ჰქონდეს საფიქრალი, შესაბამისად, ჩვენი კამპანიები ისეა დაგეგმილი, რომ ადამიანებისთვის ყველაზე მარტივი და სწრაფი ჩვენთან ურთიერთობა იყოს.
მაგალითად, მომენტალურად ერიცხებოდეს ქეშბექი, რომლის ასევე მყისიერად გამოყენებას შეძლებს, ქეშბექებით დაბრუნებული თანხების გადახდა კი სხვა პროდუქტშიც შეეძლოს. ვფიქრობთ, წელს საუკეთესოდ გავშალეთ კომუნიკაცია და ადამიანებიც გავახარეთ.
გუნდისთვის ნებისმიერი მომხმარებელი ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველა კამპანია და ქმედებები მიზანმიმართულად მორგებულია ყველანაირი ინტერესის აუდიტორიაზე, მათ ბევრი ვარიაცია აქვთ, ფარავენ ნებისმიერ სექტორსა და მიმართულებას, დაწყებული სურსათიდან, საკანცელარიო მასალის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ ტექნიკის ჩათვლით. გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს სულ ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც შეთავაზება ელოდება თიბისისგან და რომ ჩვენთან ურთიერთობა სარგებლიანი და სახალისოა.
თქვენი გამოცდილებით რა ქმნის მომხმარებლისთვის ყველაზე საყვარელ და ღირებულ შეთავაზებას?
მთავარია, სწორი შეთავაზება დავახვედროთ სწორ დროს. აი, საკუთარ მაგალითზე ვიტყვი: ვიღვიძებ ჩანაფიქრით, რომ საყვარელი ბოტასი შევიძინო, ვეძებ აპლიკაციებში, ვამოწმებ, სადმე ხომ არ მელოდება ჩემზე მორგებული შეთავაზება და უცებ წავაწყდები მას. ეს არის ძალიან სასიხარულო და ბედნიერების მომტანი ჩემთვის. ასე არიან, ალბათ, სხვებიც.
ჩვენ შეგვიძლია, საყვარელ შეთავაზებებთან ერთად მომხმარებელს ფასდაკლებები და გადახდის მოქნილი მეთოდებიც შევთავაზოთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ მას რაღაც ისეთი ნივთის ყიდვა მოუნდა, რისთვისაც ფული არ ჰყოფნის, ჩვენ ვეხმარებით. მას შეუძლია თანხა გაანაწილოს, ან კომფორტული სესხის აღება. ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ ვაძლევთ საშუალებას სასურველი ნივთი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს, ფულის დაკლების შემთხვევაშიც ვეხმარებით მას. წუთებში შეუძლია დაიმტკიცოს განაწილება, აიღოს სესხი, დაელოდოს შემდეგ შეთავაზებას და სხვ.
სტრატეგია
გუნდური მუშაობის სტრატეგიაზე შეთავაზებების გუნდის ლიდერი ბექა ჩაფოძე საუბრობს:
როგორ მუშაობს გუნდი, იმისთვის, რომ შეთავაზებები მომხმარებლისთვის რეალურად საჭირო და საინტერესო იყოს?
ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებთ, თუმცა, პირველ რიგში, პერიოდს, რა შეიძლება კონკეტული მომენტისთვის იყოს ჩვენი მომხმარებლისთვის საინტერესო? ახლა როდესაც მოსწავლეები, სტუდენტები და ზოგადად ყველა ჩვენგანი აქტიურ ცხოვრებას ვუბრუნდებით, ძირითადი შეთავაზებები გვაქვს საკანცელარიო მაღაზიებში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შოპინგის კუთხით, განსაკუთრებით მოზარდების სეგმენტში, რადგან ისინი სწრაფად იზრდებიან და საჭიროა, რომ ახალ სასწავლო წელს ახალი ნივთები შეიძინონ.
ზაფხულში ვცდილობთ, დასვენებასთან დაკავშირებული შეთავაზებები შევქმნათ, შემდეგ შავი პარასკევისთვის ვემზადებით და ისეთ კამპანიებს ვგეგმავთ, რომლებიც ფასდაკლებებთან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, ვცდილობთ, ყველა სეგმენტისა და საჭიროების გადაფარვა შევძლოთ. ამიტომ ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზეზებებსაც ვქმნით. ზოგს არა აქვს შოპინგითვის საჭირო ბიუჯეტი, მაგრამ სჭირდება საყოფცხოვრებო ნივთები, წამლები და სხვ. ერთი სიტყვით, ეს იქნება სააფთიაქო ნაწარმი, სამშენებლო მასალა, საწვავი, თუ ტექნიკა — ყველა სეგმანტს ვფარავთ. სტრატეგია ისე გვაქვს დაგეგმილი, რომ ყოველი მენეჯერი თავის ნიშას ამუშავებს. ამიტომ თვეში მინიმუმ 1 შეთავაზება მაინც გვაქვს, რომელიც ყველა მომხმარებლისთვის საინტერესოა.
BACK 2 SCHOOL – გამოცდილება და შედეგები
BACK 2 SCHOOL-ის შემთხვევაში, კამპანია ისე დაგეგმეს, რომ ყველასთვის, ვინც ახალი სასაწავლო წლისთვის ემზადებოდა, სექტემბრის ხარჯები შეემსუბუქებინათ და მათ უფრო მისაღებ ფასად შეეძინათ საჭირო ნივთები.
BACK 2 SCHOOL აქციის შედეგებიდან, რომელი იყო ყველაზე გამორჩეული?
ეს იყო ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებული რამდენიმე კამპანია და ამიტომ რომელიმე მათგანს ვერ გამოვყოფ. ისე დავგეგმეთ, რომ ყველა ჩართული კომპანია განსაკუთრებით საჭირო იყო მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. განსაკუთრებით აქტუალური იყო საკანცელარიო, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. გვქონდა ონლაინ მიტანის სერვისიც. ვავრცელებდით კამპანიას ყველა ასაკისთვის საჭირო პროდუქციაზე და ვფიქრობ, მთლიანობაში შეიკრა ისე, რომ კომპანიებისა და მომხმარებლების ინტერესები გათვალისწინებული იყო.
ინსპირაცია
BACK 2 SCHOOL კამპანიის ინსპირაციაზე გუნდის ბრენდ მენეჯერი, ნია გვარამია საუბრობს:
“რეალურად მთავარი მოტივაცია მომხმარებლისთვის საინტერესო გამოცდილების შექმნა იყო. ცხადია, ვიცოდით, რომ ხარჯის თვალსაზრისით რთული პერიოდი ჰქონდათ და გვინდოდა, ერთგული თანადგომით ჩვენი წვლილი შეგვეტანა მათ მატერიალურ ყოფაში. კამპანიის შინაარსი იყო — ჩვენი შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო მომხმარებლებს და არდადეგებიდან სკოლამდე მომზადებულიყვნენ ჩვენი ბარათებით, ჩვენთან ერთად.” — ამბობს ნია.
რა შედეგები და ეფექტი მიიღო კამპანიამ, როგორც ბრენდისთვის, ისე მომხმარებლისთვის?
შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ბრენდზეც დიდი და დადებითი გამოხმაურება იყო. მომხმარებელმა ზუსტად ისე აღიქვა თიბისი, როგორც ჩვენ ჩავიფიქრეთ — მათ მხარდამჭერ, ერთგულ კომპანიად. გარდა უამრავი გამოხმაურებებისა ამას ცალსახად აჩვენებდა ის, თუ რა ხდებოდა კამპანიის დღეებში ჩვენს მაღაზიებში, მოლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებში, ფიზიკური მომხმარებლის გარდა, კმაყოფილი დარჩნენ კომპანიებიც.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობის გასაძლიერებლად?
ვფიქრობთ, რომ თიბისი ისედაც ახლოსაა თავის მომხმარებელთან. დარწმუნებული ვარ, კოლაბორაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, ბევრ პროექტს განვახორციელებთ და ბრენდული კომუნიკაცია იმ ხასიათს დაიჭერს, რომელიც გაახალისებს და მრავალფეროვანს გახდის მათ ცხოვრებას.
ხშირად შევახსენებთ მათ, რომ ყველაფერი გამოუვათ, მთავარია სჯეროდეთ.
კომენტარები