ნახეთ: AI-ით "გაცოცხლებული" ველ კილმერი ახალ ფილმში ითამაშებს (კადრი)
ფოტო: Getty Images
საფლავივით ღრმა (As Deep as the Grave) — ასე ჰქვია ახალ ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმს, რომელიც სულ მალე გამოჩნდება კინოეკრანებზე. პროექტზე მუშაობა წლების წინ დაიწყო, მაგრამ რადგან იგი დამოუკიდებელი კინოპროდუქციაა, პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა კოვიდპანდემიამ. ამ პერიოდში კი გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი, რომელსაც ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი, კათოლიკე მღვდლისა და ადგილობრივი ამერიკელი სპირიტისტის პერსონაჟი, უნდა განესახიერებინა. თუმცა, კილმერს ფილმში მაინც ვიხილავთ — ხელოვნური ინტელექტით (AI) "გაცოცხლებულს".
"ძალიან მინდოდა, ეს როლი მას შეესრულებინა", — აღნიშნავს ფილმის სცენარისტი და რეჟისორი კორტ ვორჰიზი, — "ეს პერსონაჟი მას ძალიან შეეფერებოდა. ისიც წარმოშობით ადგილობრივი ამერიკელია და მასავით უყვარს სამხრეთ-დასავლეთი. უკვე გადასაღებ მოედანზე უნდა მოსულიყო, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა და ვერ მოახერხა, ფილმში ეთამაშა".
კილმერს 2015 წელს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მან ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა და ტრაქეოტომიის ოპერაციაც გაიკეთა. მსახიობი შარშან გაზაფხულზე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილტვების ანთების შედეგად. მისი ოჯახის განცხადებით, კილმერსაც ძალიან უნდოდა, ვორჰიზის ფილმში ეთამაშა, ამიტომ, მხარი დაუჭირეს რეჟისორის იდეას, მსახიობი გენერაციული ხელოვნური ინტელექტით "გაეცოცხლებინათ". ზოგიერთმა შეიძლება ეს გადაწყვეტილება საკამათოდ მიიჩნიოს, მაგრამ თავადაც ეს სურდაო, ამატებს ვორჰიზი.
ფილმში კილმერის სახის შესაქმნელად გამოიყენეს მსახიობის როგორც ძველი, ახალგაზრდობისდროინდელი, ასევე გვიანდელი ფოტო- და ვიდეომასალა. დიდი ნაწილი, მათ შორის სიცოცხლის ბოლო წლებში გადაღებული ვიდეო, რეჟისორს სწორედ ოჯახმა მიაწოდა. ამასთან, პერსონაჟის ხმის შესაქმნელად გამოყენებულია სხვადასხვა დროის აუდიოჩანაწერები; ოპერაციის შემდეგ მსახიობს ხმა დაუზიანდა, მაგრამ ამან თურმე პერსონაჟის ერთ-ერთი მახასიათებელი კიდევ უფრო გამოკვეთა.
"ფილმში მის პერსონაჟს ტუბერკულოზი აქვს და ამ ისტორიულმა გმირმა ერთგვარად ველის მდგომარეობაც ასახა და ხმის შესაქმნელად განსაკუთრებული შესაძლებლობა მოგვცა", — ამბობს რეჟისორი.
კადრი ფილმიდან As Deep as the Grave — ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ველ კილმერის პერსონაჟი.
ბოლო წლებში ცხარე დებატები წამოიჭრა ხელოვნური ინტელექტის კინოინდუსტრიაში გამოყენების საკითხზე. სფეროს წარმომადგენლების ნაწილი შეშფოთებულია: მათ მიაჩნიათ, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვით უამრავი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, ხოლო მსახიობების აუდიო თუ ვიზუალურ მონაცემებს მათი თანხმობის გარეშე გამოიყენებენ. თუმცა, ვორჰიზის აზრით, თავისი ფილმი სწორედ იმის დასტურია, რომ AI ეთიკურადაც შეიძლება იქნას გამოყენებული.
ეს კი პირველი შემთხვევა არაა, როცა რეჟისორმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკულმა კინოსტუდიამ, Lionsgate-მა, ჯერ კიდევ 2024 წელს განაცხადა, რომ კინოწარმოებაში AI-ის დანერგვას იწყებდნენ და ამ მიზნით თავისი 20 ათასზე მეტი დასახელების ფილმი ტექკომპანიას გადასცა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის გასაწვრთნელად. გასულ წელს პირველად გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი სერიალის შესაქმნელად ნეტფლიქსმაც. ასევე შარშან მწვავე კრიტიკა ხვდა წილად ოსკარის ნომინანტ ფილმს The Brutalist, სადაც, როგორც აღმოჩნდა, მსახიობების უცხოურენოვანი დიალოგების დასამუშავებლად AI გამოიყენეს.
ველ კილმერის ოჯახი კი ამბობს, რომ მსახიობი უახლესი ტექნოლოგიების მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. სწორედ ამ განწყობას ასახავს ეს კონკრეტული ფილმიც, რომლის განუყოფელი ნაწილი თავად გახლდათო, აღნიშნავს მსახიობის შვილი, მერსედეს კილმერი.
აღსანიშნავია, რომ კილმერმა ბოლო წლებში მართლაც ითანამშრომლა AI კომპანიასთან, რათა ფილმში მისი პერსონაჟის ხმა შეექმნათ.
"ადამიანებისთვის კომუნიკაციის უნარი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, ყელის კიბოს შედეგად კი ჩემი გაგება სხვებს უკვე უჭირთ", — აღნიშნავდა მსახიობი, — "ამიტომ, ჩემთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, მოვყვე ამბავს ნამდვილი და ნაცნობი ჟღერადობის ხმით".
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები