მაშინ და ახლა: ვარსკვლავები წელს და მათი პირველი გამოჩენა ოსკარზე
ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი იმდენი ხანია ყურადღების ცენტრშია, რომ მათი კარიერის დასაწყისი ბევრს აღარც ახსოვს. წლების განმავლობაში შეიცვალა მათი იმიჯი, ჟანრები თუ პირადი ცხოვრება, თუმცა ხელოვნებისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ თავიანთ პირველ ოსკარზე და როგორ წარსდგნენ ისინი მაყურებლის წინაშე 2026 წლის დაჯილდოებაზე.
ენ ჰეთეუეი — 2007
ფოტო: Getty Images
ენი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, როდესაც 2007 წელს თავის პირველ ოსკარს დაესწრო. ის ფილმ ეშმაკი ატარებს პრადას სამსახიობო ჯგუფის წევრი იყო, რომლისთვისაც მერილ სტრიპმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მიიღო.
ორი ათწლეულის შემდეგ, მსახიობებმა თავიანთი როლები ფილმის გაგრძელებაში გააცოცხლეს, რომელიც კინოთეატრებში 1 მაისს გამოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მერილ სტრიპი წლევანდელ დაჯილდოებას არ ესწრებოდა, ენმა კოსტიუმების საუკეთესო დიზაინის ჯილდო წარადგინა ანა ვინტურთან ერთად, სწორედ მას მიიჩნევენ მერილის პერსონაჟის, მირანდა პრისლის ინსპირაციად.
როდესაც ენმა ანას ჰკითხა, რას ფიქრობდა მის შავ ყვავილებიან კაბაზე, Vogue-ის ყოფილმა რედაქტორმა უპასუხა: "ნომინანტები კი არიან..."
ედრიენ ბროუდი — 2003
ფოტო: Getty Images
ნიუ-იორკში დაბადებულმა მსახიობმა თავისი პირველი ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში 2003 წელს, ფილმისთვის პიანისტი მიიღო.
ჯილდოს მიღებისას მან ჯილდოს წარმდგენს, ჰალი ბერის აკოცა, ეს მომენტი დაჯილდოებების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად სკანდალად იქცა.
გასულ წელს ოსკარის წითელ ხალიჩაზე ჰალი ბერი ედრიენთან მიიჭრა და აკოცა, მათი დაუვიწყარი მომენტიდან ორი ათწლეულის შემდეგ.
"ვგულისხმობ, როგორ შეიძლება კაცს უარი უთხრა ჰალი ბერისთან კოცნაზე?" — განუცხადა ედრიენის პარტნიორმა, ჯორჯინა ჩეპმენმა გამოცემა Extra-ს — "ის ამით ძალიან კმაყოფილი იყო", — დასძინა მან.
ფილმ ბრუტალისტის ვარსკვლავმა წელს საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო წარადგინა და საკუთარ თავზე იხუმრა იმის გამო, რომ თავის დროზე ოსკარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სიტყვა წარმოთქვა.
დემი მური — 1989
ფოტო: Getty Images
როგორც ჩანს, დემი მურმა ნამდვილად მიიღო სუბსტანცია (The Substance), რადგან ის ისეთივე განსაცვიფრებლად გამოიყურება, როგორც თავის პირველ ოსკარზე, როდესაც ცერემონიას მაშინდელ მეუღლესთან, ბრიუს უილისთან ერთად დაესწრო.
მსახიობმა, რომელიც გასულ წელს იყო ნომინირებული, კვირას გამართულ ცერემონიაზე საუკეთესო ოპერატურული ნამუშევრის ჯილდო წარადგინა და ბილი კრისტალის მიერ რობ რეინერისთვის მიძღვნილ ნომერს შეუერთდა.
მაიკლ ბ. ჯორდანი — 2014
ფოტო: Getty Images
მსახიობი დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც პირველად გამოჩნდა ოსკარის წითელ ხალიჩაზე 2014 წელს. მაშინ ის ცერემონიას რაიან კუგლერის ფილმის, ფრუტვეილის სადგურის (Fruitvale Station) მხარდასაჭერად დაესწრო.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ოსკარზე არ ყოფილა ნომინირებული, მან იმ წელს დიდი აღიარება მოიპოვა სენდენსისა და კანის კინოფესტივალებზე.
წელს მაიკლმა საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო მიიღო ტყუპი ძმების, სტეკისა და სმოუკის როლისთვის ფილმში ცოდვილები (Sinners). ეს მისი პირველი ნომინაციაც იყო და პირველი გამარჯვებაც.
ქეით ჰადსონი — 2001
ფოტო: Getty Image
სულ რაღაც 21 წლის ასაკში ქეითი ნომინირებული იყო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალის კატეგორიაში პენი ლეინის როლისთვის ფილმში თითქმის ცნობილი (Almost Famous).
იმ წელს ქეითმა ჯილდო მარშა გეი ჰარდენთან დათმო (ფილმისთვის პოლოკი).
მისი მეორე ნომინაცია წელს შედგა, ამჯერად საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ფილმისთვის Song Sung Blue. თუმცა, ჯილდო ჯესი ბაკლის ერგო ფილმისთვის ჰამნეტი (Hamnet).
ლეონარდო დიკაპრიო — 1994
ფოტო: Getty Images
ლეო თავის პირველ ოსკარს 1994 წელს დაესწრო. ის ნომინირებული იყო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი კაცის კატეგორიაში ფილმისთვის რა აწუხებს გილბერტ გრეიპს (What's Eating Gilbert Grape), მაგრამ ტომი ლი ჯონსთან დამარცხდა.
წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში იყო ნომინირებული ფილმისთვის ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით (One Battle After Another), მაგრამ ჯილდო მაიკლ ბ. ჯორდანთან დათმო.
ლეო სულ ოთხჯერ იყო ნომინირებული, სანამ საბოლოოდ 2016 წელს თავისი პირველი ოსკარი არ მოიპოვა ფილმისთვის The Revenant.
ნიკოლ კიდმანი — 1991
ფოტო: Getty Images
ნიკოლი თავის პირველ ოსკარს 1991 წელს დაესწრო თავისი მაშინდელი მეუღლის, ტომ კრუზის მხარდასაჭერად, რომელიც ცერემონიაზე ჯილდოს წარადგენდა.
მსახიობებმა ერთმანეთი ორი წლით ადრე, ფილმზე მუშაობისას გაიცნეს.
წელს მან წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო წარადგინა.
ტიმოთი შალამე — 2018
ფოტო: Getty Images
30 წლის ვარსკვლავი ამ პრესტიჟულ დაჯილდოებას პირველად 2018 წელს დაესწრო, როდესაც საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში იყო წარდგენილი ფილმისთვის შენი სახელით მომმართე (Call Me by Your Name).
22 წლის ასაკში ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა.
მოგვიანებით ტიმოთი ნომინირებული იყო ფილმებისთვის სრულიად უცნობი (A Complete Unknown) და სულ ახლახან, მარტი სუპრიმი (Marty Supreme), სადაც ჯილდო საბოლოოდ მაიკლ ბ. ჯორდანს ერგო.
ემა სტოუნი — 2012
ფოტო: Getty Imag
2012 წელს ემა ოსკარს დაესწრო, როგორც ფილმ მოსამსახურის (The Help) სამსახიობო ჯგუფის წევრი. ეს ფილმი იმ წელს წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
მას შემდეგ მსახიობი შთამბეჭდავი ექვსი ნომინაციით დაჯილდოვდა, მათ შორის წელს, ფილმისთვის ბუგონია (Bugonia).
მას მიღებული აქვს ორი ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში: პირველი ლა-ლა ლენდისთვის და მეორე, საბრალო არსებებისთვის (Poor Things).
ითან ჰოუკი — 2000
ფოტო: Getty Images
2000 წელს ითანმა თავის მაშინდელ მეუღლესთან, უმა თურმანთან ერთად იპოზიორა 72-ე ოსკარის დაჯილდოებაზე.
წყვილმა, რომელთაც ორი საერთო შვილი ჰყავთ, ერთად წარადგინეს ჯილდო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.
55 წლის მსახიობი ხუთჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მათ შორის წელს, ფილმისთვის ლურჯი მთვარე (Blue Moon).
გვინეტ პელტროუ — 1994
ფოტო: Getty Images
გვინეტი ოსკარის წითელი ხალიჩის მუდმივი სტუმარია 1994 წლიდან, როდესაც ის 21 წლის, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი იყო.
მას ხუთი წელი დასჭირდა თავისი პირველი, და ჯერჯერობით ერთადერთი ოსკარის მოსაპოვებლად როლისთვის ფილმში შეყვარებული შექსპირი (Shakespeare in Love).
წლევანდელ ცერემონიაზე ნომინირებული იყო საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ფილმისთვის მარტი სუპრიმი.
მან ასევე წარადგინა ახალი ჯილდო საუკეთესო ქასთინგისთვის, რომელიც ფილმს ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით გადაეცა.
ბარბრა სტრეიზანდი — 1968
ფოტო: Getty Images
შვიდ ათწლეულზე ხაგრძლივი კარიერით, ბარბრა აკადემიის დაჯილდოებას ათჯერ დაესწრო.
მისი პირველი ოსკარი 1968 წელს იყო, როდესაც მან საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ჯილდო წარადგინა. მომდევნო წელს, 26 წლის ასაკში, მან მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება ფილმისთვის სასაცილო გოგონა (Funny Girl), ეს ის ცნობილი შემთხვევაა, როდესაც მან ხმების თანაბარი რაოდენობით გაიყო ჯილდო კეტრინ ჰეპბერნთან.
გასულ კვირას ნიჭიერმა ვარსკვლავმა რობერტ რედფორდისადმი მიძღვნილი ნომერი წარადგინა, რომლის დროსაც შეასრულა სიმღერა The Way We Were.
ბილი კრისტალი — 1988
ფოტო: Getty Images
80-იანი წლების მიწურულს, ბილიმ მე-60 ოსკარზე საუკეთესო ხმის ჯილდო წარადგინა.
მოგვიანებით მსახიობმა და კომიკოსმა ეს პრიალა ცერემონია ჯამში ცხრაჯერ წაიყვანა. მისმა მახვილგონივრულმა და თბილმა სტილმა მას ორი ემი მოუტანა.
წლევანდელ ოსკარზე ბილიმ ემოციური პატივი მიაგო რობ და მიშელ რეინერებს. ის და რობი ერთად მუშაობდნენ ფილმზე როცა ჰარი შეხვდა სალის... (When Harry Met Sally…), რომლის რეჟისორიც რობი იყო, ბილი კი მთავარ როლს ასრულებდა.
მათ ასევე ითანამშრომლეს რობის მიერ გადაღებულ ფილმში პატარძალი პრინცესა (The Princess Bride).
პედრო პასკალი — 2023
პედრომ წლევანდელ ოსკარზე ფანები გააოცა თავისი სუფთად გაპარსული იმიჯით. ჩილელმა მსახიობმა სიგურნი უივერთან ერთად საუკეთესო მხატვრული გაფორმებისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ჯილდოები წარადგინა.
მისი პირველი გამოჩენა ოსკარზე არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. 2023 წელს, The Last of Us-ის ვარსკვლავმა, რომელიც პოპულარობის პიკში იყო, ელისაბედ ოლსენთან ერთად გამარჯვებულებს ორი ჯილდო გადასცა.
სტივენ სპილბერგი — 1976
ფოტო: Getty Images
ოსკარის ვეტერანი სტივენი დაჯილდოებას პირველად 1976 წელს დაესწრო. მისმა ფილმმა ყბები (Jaws) ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, გარდა წლის საუკეთესო ფილმისა.
ოსკარის სამგზის მფლობელი წლევანდელ ცერემონიასაც ესწრებოდა ფილმ ჰამნეტის (Hamnet) მხარდასაჭერად, რომლის პროდიუსერიც თავად არის.
გოლდი ჰოუნი — 1971
1971 წელს, 43-ე დაჯილდოებაზე, გოლდიმ საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო წარადგინა.
წინა წელს მან გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისთვის კაქტუსის ყვავილი (Cactus Flower), თუმცა ცერემონიას არ დასწრებია.
"არასდროს გამოვპრანჭულვარ. ჯილდოს წასაღებადაც არ მივსულვარ. ვნანობ ამას", — განუცხადა მან Variety-ს 2023 წელს და განმარტა, რომ გამარჯვებას საერთოდ არ ელოდა.
"დამავიწყდა, რომ იმ საღამოს ტელევიზიით გადასცემდნენ", — აღიარა გოლდიმ — "მერე დილის 4 საათზე სატელეფონო ზარმა გამაღვიძა. მამაკაცის ხმა იყო, მითხრა: 'ჰეი, გილოცავ, შენია'. მე ვკითხე: 'რა არის ჩემი?'".
წელს ვარსკვლავი ცერემონიას თავის ქალიშვილთან და საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინანტთან, ქეით ჰადსონთან ერთად დაესწრო.
ასევე ნახეთ:
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
კომენტარები