Coldplay-ს კონცერტზე უფროსთან ერთად კამერაში მოხვედრილი ქალი ამბობს, რომ მისი ქმარიც იქვე იმყოფებოდა
ფოტო: YouTube
2025 წლის ივლისში Coldplay-ს კონცერტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი გახდა, მაგრამ ამის მიზეზი არა თავად Coldplay, არამედ კომპანია Astronomer-ის 2 თანამშრომელი — კრისტინ კაბოტი და ენდი ბაირონი — იყო. ბენდმა "კოცნის კამერით" შემთხვევით კაბოტისა და ბაირონის რომანი გამოააშკარავა.
კრისტინ კაბოტმა ამ გამოცდილების შესახებ ოპრა უინფრისთან ისაუბრა და გაიხსენა, რომ საბედისწერო კონცერტზე ბაირონთან ერთად ყოფნისას ლამის საკუთარ ქმარს — ენდრიუს შეხვდა.
კონცერტზე შევდიოდი და შვილმა მომწერა, რა მაგარია, შენც და მამაც Coldplay-ს კონცერტზე რომ ხართო. ასე გავიგე, რომ თურმე ჩემი მეუღლეც ამ კონცერტზე ყოფილა.
კაბოტი ფიქრობდა იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა ენდრიუს ბაირონთან ერთად რომ შეხვედროდა. თუმცა ჩათვალა, რომ რადგან სტადიონზე მასთან ერთად 55 ათასი ადამიანი იყო, სავარაუდოდ, ერთმანეთს ვერც დაინახავდნენ.
"ჯობდა, ენდრიუს შევხვედროდი", — სიცილით ამბობს კრისტინი.
თუმცა, კაბოტი ამავდროულად ფიქრობს, რომ თავის ქმარს ბაირონის დანახვაზე დიდი რეაქცია არ ექნებოდა. კაბოტის ქმარმა იცოდა, რომ მათ სამსახურიდან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ზოგჯერ ერთად სადილობდნენ და სვამდნენ.
იხილეთ ინტერვიუს ფრაგმენტი:
კონცერტის დროს ეკრანზე ჩახუტებული კრისტინი და ბაირონი გამოჩნდნენ. რადგან შერცხვენილი და შეშინებული რეაქცია ჰქონდათ, Coldplay-ს სოლისტის ხუმრობა საიდუმლო რომანის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში. მიზეზი კი ის იყო, რომ ამ დროს კაბოტსაც და ბაირონსაც ოჯახები ჰყავდათ.
კონცერტის შემდეგ ყოფილი თანამშრომლების ცხოვრება აირია: კომპანია Astronomer ორივემ დატოვა, მათი პირადი ურთიერთობები კი მთელი მსოფლიოს განხილვის თემა გახდა. კრისტინი ამბობს, რომ მას შემდეგ უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა, ზოგი კი სიკვდილითაც ემუქრებოდა.
როგორც კაბოტმა განაცხადა, მეუღლეს უკვე დაშორებული იყო, როცა კონცერტზე წავიდა და ამ კონცერტზე მისი მეუღლეც სხვა პაემანზე იმყოფებოდა. მას შემდეგ კრისტინი და ენდრიუ ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ არც ბაირონი აღარ გამოჩენილა საჯაროდ მეუღლესთან ერთად.
კრისტინის თქმით, მას და ბაირონს სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონიათ.
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
კომენტარები