ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
ფოტო: CCTV
ჩინეთის კოსმოსური სადგური საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) ზომით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ მაინც ძალიან ბევრს მიაღწიეს.
T-ის ფორმის კოსმოსური სადგური 6 ტაიკონავტს იტევს. გარდა ამისა, აქ 2 ლაბორატორიაც აქვთ მოწყობილი და მალე ჰაბლის მსგავსი კოსმოსური ტელესკოპიც დაემატებათ. სადგურზე კულტივაციის აეროპონიკური სისტემაც აქვთ. ეს მცენარეებისთვის საკვები ნივთიერებების წვეთებით მიწოდებას გულისხმობს, რითაც კულტივაციის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით წყალს საგრძნობლად ზოგავენ.
ასევე იხილეთ: ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში 8 თვის წინ დაკარგული პომიდორი იპოვეს
ასტრონავტებმა ამ სისტემაში გაზრდილი პომიდვრები უკვე მოკრიფეს. ადრე გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, თუ როგორი სიამაყით გვაჩვენებენ ასტრონავტები წითელ და ყვითელ ჩერი პომიდვრებს. ფესვებს წვეთების მიფრქვევისას პატარა ფანჯრიდან აკვირდებიან. მცენარეებს სპეციალურად შექმნილი LED განათების პანელით ამარაგებენ.
გუნდი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ასტრონავტები მალე ხორბლის, სტაფილოს და სამკურნალო მცენარეების მოყვანასაც ეცდებიან. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ამ მიგნებებით სამომავლოდ დაგეგმილ ხანგრძლივ კოსმოსურ მისიებს შეუწყობენ ხელს, რომელთა ფარგლებშიც ასტრონავტები შეიძლება კიდევ უფრო შორ მანძილებზე გაუშვან.
ასევე იხილეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში სალათის ფოთოლი, პომიდორი და ხახვი გაზარდეს
ცალკე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ასტრონავტებმა სალათის ფოთლები და მწვანე ხახვიც დათესეს. გარდა ამისა, NASA-ი~ს ასტრონავტებს ISS-ზე პომიდორი უკვე წლებია მოჰყავთ და მცენარეებზე კოსმოსური ფრენის ეფექტებს აკვირდებიან.
კომენტარები