"დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა" — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე
ფოტო: Star.gr
2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საბერძნეთს აკილას მიტილინეოსი წარადგენს. 27 წლის მომღერალი კონკურსის გულშემატკივრების ფავორიტი ჯერ კიდევ შიდაშესარჩევ ეტაპზე გახდა, ახლა კი საბერძნეთი ევროფესტივალის პოტენციურ გამარჯვებულადაც მოიაზრება — ბუქმეიკერების რეიტინგში ქვეყანა მეოთხე პოზიციას იკავებს.
აკილასის საკონკურსო სიმღერას, სახელწოდებით Ferto, ენერგიული რიტმი და მაჟორული მელოდია გამოარჩევს, მაგრამ მისი ტექსტი სერიოზულ სოციალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. მომღერლის თქმით, სიმღერა "გაუმაძღრობისა და ჭარბი მოხმარების" პრობლემას შეეხება.
"სიმღერის დასაწყისში ისმის, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნების მისაღწევადო, მაგრამ მერე მატერიალური სურვილების დაკმაყოფილების მოთხოვნილება ჩნდება. კულმინაციურ მომენტში, [სიმღერის გმირს] ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის განცდა აქვს", — ჰყვება აკილასი, — "ჭარბი მოხმარება ზუსტად ასეთ განცდას გვიტოვებს: რომ არასდროს არაფერი არაა საკმარისი. შეიძლება მთელი გარდერობი სავსე გქონდეს და კიდევ მეტი გინდოდეს. თუმცა, სიმღერის დასასრულს იმის გააზრებაა, რომ ეს აკვიატებული მოთხოვნილება, რეალურად, არაფრის ქონისგან ჩნდება".
"არაფრის ქონა" თავად მუსიკოსისთვისაც ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია. სანამ მომღერლად შედგებოდა, აკილასს რთული გზის გამოვლა მოუხდა. დედამისი პონტოელი ბერძენია, რომელიც საქართველოში დაიბადა და მოგვიანებით გადავიდა საბერძნეთში საცხოვრებლად, სადაც ორი შვილი მარტომ გაზარდა.
"17 წლის იყო დედაჩემი, როცა საქართველოდან საბერძნეთში ჩვილით ხელში ჩამოვიდა", — იხსენებს აკილასი, — "ცხოვრება ძალიან რთული იყო, ფინანსურად ყოველთვის გვიჭირდა. მაგრამ იგი არ დანებებულა და მე და ჩემი და გაგვზარდა. ჩემთვის ის ნამდვილი გმირია. მან მასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ არასდროს დავნებებულიყავი".
"მახსოვს, ათსაათიან ცვლებში მუშაობდა და ფულს სესხულობდა ხოლმე, რომ სასკოლო ექსკურსიებზე გავეშვი. ჩემი სიმღერა არის სამადლობელი იმ მშობლებისადმი, რომლებსაც არასდროს ულხინდათ, მაგრამ მაინც ცდილობდნენ, [შვილებისთვის] ყველაფერი მიეცათ".
სწორედ შეუპოვრობა დაეხმარა მომღერალს, წარმატებისთვის მიეღწია. მუსიკალური კარიერის შექმნამდე იგი რესტორნებში მუშაობდა მზარეულად, მოგვიანებით კი, ფაქტობრივად უფულოდ, მშობლიური ქალაქიდან ათენში ჩავიდა სამუშაოდ, სადაც მეგობრებთან რჩებოდა ღამის გასათევად. რადგან რეგულარული სამუშაო არ ჰქონდა, აკილასი ისევ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და დიდი სესხის აღებაც მოუწია. ამ პერიოდში დიდწილად კვლავაც მეგობრების დახმარებით ცხოვრობდა, მაგრამ მალევე გემზე მიიწვიეს შემსრულებლად და, როგორც ამბობს, სწორედ იქ მიღებული გამოცდილება დაეხმარა ევროვიზიისთვის მომზადებაში. საევროვიზიო სიმღერის დასკვნით ნაწილში კი მომღერალი ისევ დედას მიმართავს:
"შემომხედე, დე, / რამდენი რამ გვაკლდა ადრე? / ვფიქრობ, მიზანს მივაღწევ / და ყველაფერს გავაკეთებ, რომ აღარაფერი მოვისაკლისოთ.
"შემომხედე, დე / ყველაფერს ვყიდულობ, რომ სიცარიელე შევავსო / შენც ყველაფერს გიყიდი / სახლებს, მანქანებს, აგარაკებს. რა თქმა უნდა, თუკი მოვიგებ".
პირველი გამარჯვება კი აკილასმა უკვე მოიპოვა და ახლა სურს, თავისი სიმღერით სათქმელი მთელ მსოფლიოს გაუზიაროს.
"მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ ან რამდენი ფული გაქვს, თუკი გულით გიყვარს შენი საქმე და განვითარებას ცდას არ დააკლებ, წარმატება აუცილებლად მოვა".
საბერძნეთი წლევანდელ ევროფესტივალზე 12 მაისს, პირველ ნახევარფინალში იასპარეზებს საქართველოსთან ერთად, ამდენად, აკილასისთვის ხმის მიცემას ქართველი გულშემატკივრებიც შეძლებენ.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საიუბილეო, რიგით 70-ე ევროვიზიაზე, რომელსაც ავსტრიის დედაქალაქი ვენა მასპინძლობს, საქართველოს ჯგუფი ბზიკები წარადგენს, გიგა კუხიანიძის სიმღერით On Replay.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ევროვიზიაზე საბერძნეთის წარმომადგენელს საქართველოსთან კავშირი აქვს. 2016 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე ჯგუფმა არგომ წარადგინა, რომლის სამი წევრიც სოხუმში დაბადებული პონტოელი ბერძენია.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები