ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება, შეცდომის გასწორებს ვადები, ვინ აღასრულებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონს? — რა წერია ComCom-ის გზამკვლევში?
კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის 1 აპრილს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების სწორად და ეფექტიანად აღსრულების მიზნით გზამკვლევი გამოაქვეყნა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გზამკვლევის გამოქვეყნების მიზანია, მაუწყებლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი გახდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის ხედვები და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ComCom-ის მიდგომები.
საკანონმდებლო ცვლილებებით, სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე მარეგულირებელ კომისიას აქვს.
ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება/ანონიმურობა
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. გზამკვლევში ასევე აღნიშნულია, რომ "ეს არ გულისხმობს მაუწყებლის მიერ წყაროს ეთერში აღნიშვნის ვალდებულებას. საჭიროების შემთხვევაში კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ფაქტობრივი მონაცემი რომელ წყაროზე (ან წყაროებზე) დაყრდნობით გაავრცელა".
გზამკვლევის ვკითხულობთ, ანონიმურობის გათვალისწინებით, შეუძლებელი ან განსაკუთრებულად რთული ხდება დაინტერესებული სუბიექტების მიერ წყაროს და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება. შესაბამისად, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებისას იზრდება შეცდომის დაშვების, არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების რისკი.
ამრიგად, მაუწყებელს უფლება აქვს, ესა თუ ის მოვლენა გააშუქოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, უნდა დაიცვას აუდიტორიის ინტერესები და არ გააშუქოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია, როგორც ფაქტი და მკაფიოდ განმარტოს, რომ ინფორმაცია მიღებულია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი, რომ, ერთი მხრივ, მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, ინფორმაცია გაავრცელოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით და დაიცვას ჟურნალისტური წყაროს ანონიმურობა და, მეორე მხრივ, აუდიტორიას მიეცეს ადეკვატური შესაძლებლობა, თავად შეაფასოს ამ ფორმით გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა.
ადამიანის პირადი ცხოვრება და რეპუტაცია
მაუწყებელი გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს ისეთი ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის პირად ცხოვრებასა და რეპუტაციაზე. ცხადია, პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის კონტექსტში მხედველობაში მიიღება ამა თუ იმ ადამიანის სტატუსისა და საჯაროობის გათვალისწინებით მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი
პასუხის უფლების მოთხოვნა/ვადები
დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.
კანონი განსაზღვრავს პასუხის უფლების მოთხოვნის საფუძველს. პასუხის უფლების მოთხოვნა პირს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის პროგრამაში გავრცელდა არასწორი ფაქტი. პასუხის უფლების მიზნებისთვის რელევანტური არ არის არასწორი ფაქტი გაავრცელა მაუწყებლის წარმომადგენელმა (წამყვანი, ჟურნალისტი), თუ მესამე პირმა (პროგრამის სტუმარი). კანონის თანახმად, პასუხის უფლება შემოიფარგლება მხოლოდ არასწორი ფაქტების გავრცელების შემთხვევებით და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე. პასუხის უფლებით სარგებლობის ვადაა მაუწყებლის ეთერში საწყისი განცხადების გაკეთებიდან — 10 დღე.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს პასუხის უფლებაზე უარის კონტროლის შესაძლებლობას. პირს უფლება აქვს პასუხის უფლებაზე უარი გაასაჩივროს სასამართლოში ან კომისიაში.
რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მაუწყებელმა პროგრამის პოტენციურ მონაწილეს?
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ (გარდა შემთხვევისა, თუ განხილვის საგანი ტრივიალურია და მონაწილის მნიშვნელობა მინიმალური) მიწვევისას მაუწყებელმა პოტენციურ მონაწილეს სათანადო დროს უნდა აცნობოს:
ა) პროგრამის თემატიკა, არსი, მიზანი და მიწვევის მიზეზები, როდის (თუ ცნობილია) და სად
გადაიცემა იგი პირველად;
ბ) პროგრამაში მონაწილეობის ფორმა (პირდაპირი ჩართვა, ჩანაწერი, დისკუსია, რედაქტირებული, არარედაქტირებული და ა.შ);
გ) სავარაუდო კითხვები და სხვა სავარაუდო სტუმრების ვინაობა;
დ) მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონაწილის პირველად თანხმობაზე და გამოიწვიოს არსებითი უსამართლობა - მაგალითად, მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პროგრამის დასახელების, ეთერში განთავსების დროის, სხვა მონაწილეების ან რედაქტირების შესახებ გადაწყვეტილების ცვლილება;
ე) ინფორმაცია პროგრამის დამამზადებელსა და მაუწყებელს შორის ურთიერთობის, მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ (როდესაც ეს რელევანტურია);
ვ) მიეცემა თუ არა პროგრამის წინასწარი ნახვის შესაძლებლობა, რამდენად ექნება მასში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის უფლება;
ზ) პოტენციური რისკები, რაც შესაძლებელია მისთვის გამოიწვიოს პროგრამაში მონაწილეობამ
(რამდენადაც ეს გონივრულად განჭვრეტადია) და ის ნაბიჯები, რომლებსაც მაუწყებელი/პროგრამის დამამზადებელი გასწევს ამ რისკების შესამცირებლად.
გზამკვლევში ისიც წერია, რომ ინფორმირებული თანხმობის შესახებ დავის კონტექსტში სასარგებლო იქნება მაუწყებლებისთვის, რომ შეინახონ თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლონ დადასტურება.
ვიდეო-აუდიოჩანაწერის გაკეთება
საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიოჩანაწერის მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.
ვისზე ვრცელდება მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები?
აღნიშნული საკანონმდებლო დებულების თანახმად, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები ასევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კანონი მიუთითებს "ნებისმიერ ინფორმაციაზე", ეს მოთხოვნები შეეხება როგორც აუდიოვიზუალურ და აუდიო პროდუქციას, ისე ტექსტურ და გრაფიკულ მასალებს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ქარდებს და ა.შ.
ComCom-ის გზამკვლევის მიხედვით, თითოეული შინაარსობრივი საკითხი რეგულირდება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით და მათი აღსრულება მოხდება კომისიის მიერ. ზოგადად, კომისიის მიერ კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია მოხდეს ორი გზით: ა) დაინტერესებული პირის საჩივრის ფარგლებში. ბ) საკუთარი ინიციატივით, — წერია "გზამკვლევში მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები