"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას" — ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
ფოტო: NYT
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დღეს, 18 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან ერთად დონალდ ტრამპს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ყირიმი და დონბასის ნაწილი დაეთმო, რაც პუტინმა ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა.
"მე უკვე ჩავედი ვაშინგტონში, ხვალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვხვდები. ხვალ ასევე გავესაუბრებით ევროპელ ლიდერებს. მადლობელი ვარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწვევისთვის. ყველას გვაერთიანებს ძლიერი სურვილი, რომ ეს ომი სწრაფად და საიმედოდ დასრულდეს. მშვიდობა კი უნდა იყოს ხანგრძლივი. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი — დონბასის ნაწილი — დაეთმო და პუტინმა ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს ე.წ. "უსაფრთხოების გარანტიები" მიეცა, მაგრამ მათ არ გაამართლეს. რა თქმა უნდა, ყირიმი მაშინ არ უნდა დაეთმო, ისევე როგორც უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა და ხარკოვი 2022 წლის შემდეგ. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენი ჯარისკაცებს წარმატებას აღწევენ დონეცკისა და სუმის ოლქებში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას და ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ტრამპის, ყველა პარტნიორისა და მოკავშირის მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით რუსეთს ნამდვილ მშვიდობას ვაიძულებთ. გმადლობთ!", — წერს ზელენსკი.
პარასკევს, 15 აგვისტოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალასკაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებები ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე გამართეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FoX News-თან განაცხადა, რომ დღეს "10-დან 10-ით" აფასებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ იწყება მზადება რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელების შეხვედრისთვის. მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევის ალბათობა "საკმაოდ მაღალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიზეა დამოკიდებული.
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
კომენტარები