ზელენსკი ორშაბათს ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერე გავლენას ახდენს სიტუაციაზე". ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა მხარს უჭერს "პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე".
"ხანგრძლივი, შინაარსიანი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან ჯერ ერთი ერთში და შემდეგ ასევე ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. ჯამში, საათნახევარზე მეტი ვისაუბრე, დაახლოებით საათი — პრეზიდენტ ტრამპთან.
უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს მშვიდობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შესახებ, საუბრის ძირითად საკითხებზე, მოკლედ მომიყვა. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერე გავლენას ახდენს სიტუაციაზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე. უკრაინა ხაზს უსვამს: საკვანძო საკითხების განხილვა შეიძლება ლიდერების დონეზე, სამმხრივი ფორმატი კი ამისთვის შესაფერისია.
ორშაბათს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან ვაპირებ, განვიხილო ყველა დეტალი მკვლელობებისა და ომის დასრულების შესახებ. მადლიერი ვარ ამ მოწვევისთვის.
ამერიკასთან უსაფრთხოების საიმედო გარანტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ყველა ეტაპზე იყვნენ ჩართულები. განვიხილეთ ამერიკული მხარის პოზიტიური სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!", — წერს ზელენსკი.
პარასკევს, 15 აგვისტოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალასკაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებები ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე გამართეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FoX News-თან განაცხადა, რომ დღეს "10-დან 10-ით" აფასებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ იწყება მზადება რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელების შეხვედრისთვის. მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევის ალბათობა "საკმაოდ მაღალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიზეა დამოკიდებული.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები