ჰიუ ჰეფნერი ქალების უდიდესი მტერი იყო, ფემინისტებს მისთვის ცრემლები არ ემეტებათ
ფოტო: Getty Images
როდესაც გავიგე, რომ სუტინიორი და პორნოგრაფი ჰიუ ჰეფნერი ამ დილით გარდაიცვალა, ვინატრე, რომ ჯოჯოხეთის არსებობა დამეჯერებინა.
"ნარატივი, რომ პლეიბოი ქალებს სექსის ობიექტებად აქცევს სასაცილოა. ქალები ისედაც სექსის ობიექტები არიან... სწორედ სქესებს შორის მიზიდულობა ამოძრავებს სამყაროს. ამიტომ ატარებენ ქალები პომადას და მოკლე ქვედაბოლოებს", თქვა სადისტმა სუტინიორმა 2010 წელს.
პორნო ბიზნესად სწორედ ჰეფნერმა აქცია. როგორც სოციოლოგი გეალ დაინსი წერს, ჰეფნერმა ეს სფერო მიყრუებული ქუჩიდან უოლ-სტრიტზე აიტანა. ამ დროისთვის პორნო-ინდუსტრია წლიურად მრავალ მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.
ჰეფნერმა დაიწყო იმ სამყაროს მართვა, რომელშიც მე ვცხოვრობ. მისი წყალობით, აქ ფილმებს იღებენ ადამიანების წამებაზე და დამცირებაზე. და თუ მსხვერპლის როლში ქალია, მაშინ ეს გართობის სფერო და გამოხატვის დაცული თავისუფლებაა.
მან უდიდესი ზიანი მოიტანა, როდესაც პორნოგრაფია და ქალების სხეულის ყიდვა-გაყიდვა ლეგალურ ბიზნესად აქცია. ჰეფნერს ქალები სძულდა და მათ ძაღლებს ადარებდა.
1963 წელს, ფრილანსერმა ჟურნალისტმა გლორია სტეინემმა გადაწყვიტა "ბაჭია გოგოდ" გადაცმულიყო. მან 2 კვირა გაატარა ფლეიბოის სახლში.
გლორიამ აღმოაჩინა, რომ ჰეფნერის სახლში მომუშავე ქალებს იქ ჩალის ფასი ჰქონდათ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ვიწრო კორსეტებით და მინიმუმ 8 სანტიმეტრის სიმაღლის ქუსლებით ევლოთ. სტეინემი "ბაჭია გოგოების" ყოფას წამებას ადარებდა. დაცემინების შემთხვევაში, კორსეტის ელვა შესაკრავი ფუჭდებოდა, მისი მოხსნის შემდეგ კი კანი დაწითლებული და დასიებული იყო.
ჰიუ ჰეფნერი "ბაჭია გოგოებთან" ერთად ჩიკაგოს პლეიბოის კლუბში. 1960 წლის 26 თებერვალი.
ფოტო: PA
სტეინემის თქმით, პლეიბოის სახლში მიზოგინია მძვინვარებდა, ქალები კი სახე-დაკარგულები და უუფლებოები იყვნენ.
"ეს ქათმები [ფემინისტები] ნამდვილი მტრები არიან. დროა მათთან ბრძოლა დავიწყოთ. დროა მათ წინააღმდეგ გავილაშქროთ! მე მჭირდება გამანადგურებელი, რომელიც ამ მებრძოლ ფემინისტებს ბოლოს მოუღებს!" - წერდა ჰეფნერი თავის ფარულ დღიურში, რომელიც ფემინისტებს პლეიბოის მდივნებმა გადასცეს.
ჰეფნერი აღიარებდა, რომ ორგაზმს მხოლოდ პორნოგრაფიაზე მასტურბირების დროს აღწევდა. ის სექსუალურად მტაცებელი იყო. ახალგაზრდა ქალები, რომლებიც მასთან მუშაობდნენ, მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ მასთან სექსი სძულდათ, თუმცა ეს დაუწერელ წესებში შედიოდა:
"თითქოს ამით ვუხდიდით მას იმ ყველაფრისთვის, რაც გვქონდა".
ბრიტანელმა ტყუპებმა, კარლა და მელისა ჰოუებმა, რომლებიც პლეიბოის სახლში ცხოვრობდნენ, 2015 წელს გაამჟღავნეს, რომ იქ გატარებული დრო ციხეში ყოფნის ტოლფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დაცვა გაძლიერებული იყო, მათ ჰეფნერთან მისული კაცებისგან თავის დასაღწევად ნამდვილი ბრძოლა უწევდათ.
ჟურნალმა Time 1963 წელს ჰეფნერი "თანამედროვე, სანდომიან, პატიოსან და პატივსაცემ" პირად დაახასიათა. ის მუდმივად იყო წარმოჩენილი როგორც კულტურის ატაშე, და არა როგორც ქალებისმოძულე იაფფასიანი ტომარა.
ის, რომ ჰეფნერი ადამიანებს თითქოს სექსუალურად ათავისუფლებდა ან სიტყვის თავისუფლების დამცველი იყო ისეთივე დამაჯერებელია, როგორც რომან პოლანსკიზე ბავშვების დამცველის იარლიყის მიკერება.
კი, შეიძლება ჰეფნერს სიკვდილის შემდეგ საცვლების მწარმოებლები დასტირიან და გლოვობენ, მაგრამ დედამიწის არცერთ წერტილში, არცერთი ფემინისტი განიცდის მის სიკვდილს. ლიბერალი მემარცხენეები გაიძახიან, რომ ჰეფნერი ანტი-რასისტული მოძრაობების მხარდამჭერი იყო. იქნებ მათ ჰკითხონ საკუთარ თავს, ადამიანის უფლებების დაცვაში ჩემპიონმა ჰეფნერმა როგორ იშოვა მილიონები რასისტული პორნოგრაფიის გაყიდვით?
ამ ყველაფრის წერის დროს, ერთ-ერთი ცნობილი გადაცემიდან დამირეკეს და მკითხეს, მივიღებდი თუ არა მონაწილეობას დისკუსიაში, სადაც განვიხილავდით, ჰეფნერის გავლენა დადებითი იყო თუ უარყოფითი. იყო ის რევოლუციონერი, რომელიც ქალებს სექსუალობის გამოვლინებაში ეხმარებოდა, თუ მან წაახალისა ქალების დეგრადაცია, როდესაც ისინი სურვილის და სექსის ობიექტებად აქცია?
ახლა, როდესაც ჰიუ ჰეფნერი მკვდარია, წარმომიდგენია, რამდენი მისი მსხვერპლი ქალი გადალახავს წინააღმდეგობას, მოყვება მის შესახებ და დაანახებს ჰეფნერის მხარდამჭერებს, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში - იაფფასიანი, სექსისტი არარაობა.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა



კომენტარები