BMG: Wolt-ი, Glovo და Bolt-ი საქართველოს პლატფორმებზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ
მიტანის სერვისის კომპანიები Wolt-ი, Glovo და Bolt-ი საქართველოს პლატფორმაზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ — ინფორმაცია BMG ავრცელებს.
კომპანიების განცხადებით, ცვლილების მიზეზი "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში მიღებული ცვლილებებია, რომლის თანახმადაც, 1-ელი მარტიდან ბინადრობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობა (მათ შორის დისტანციურად) ან თვითდასაქმება შეეზღუდებათ და ეკრძალებათ დასაქმება ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა — საკურიერო მომსახურება, მგზავრთა გადაყვანა, ტურისტებისთვის გიდების და სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდება.
- მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ
- 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
Wolt-ს კომენტარი:
"Wolt საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში უკვე 7 წელია ოპერირებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია საქმიანობას ახორციელებს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების სრული დაცვით, და, შესაბამისად, სრულად გაითვალისწინებს საქართველოში მიღებულ ნებისმიერ ახალ სამართლებრივ მოთხოვნას. მოგეხსენებათ, Wolt ოპერირებს მსოფლიოს 32 ქვეყანაში განსხვავებული კანონმდებლობის პირობებში, რაც კომპანიას, მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, საშუალებას აძლევს ეფექტიანად და ოპერატიულად მოახდინოს ადაპტაცია"
Glovo-ს კომენტარი:
"ჩვენთვის ცნობილია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და "გლოვო საქართველო" სრულ შესაბამისობაშია მოთხოვნილ წესებსა და ვადებთან. ბიზნესპროცესების კუთხით, "გლოვო" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. რაც შეეხება ჩვენი უცხოელი პარტნიორი კურიერების წილს, ჩვენი შეფასებით, ეს მაჩვენებელი მცირეა. ჩვენ კვლავაც ადგილობრივ პარტნიორ კურიერებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე გავაკეთებთ ფოკუსირებას, რათა მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება და გამოცდილება შევთავაზოთ. აღსანიშნავია, რომ კურიერები ჩვენი პარტნიორები არიან და არა უშუალო დასაქმებულები და დიახ, "გლოვო" სრულად დაემორჩილება მარეგულირებლის მიერ დადგენილ ყველა წესს".
Bolt-ის კომენტარი:
"ჩვენს პლატფორმაზე პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების უმრავლესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენენ. როგორც პლატფორმა, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის, იმ პირობით, თუ ისინი აკმაყოფილებენ ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს მუშაობის უფლებასა და ბინადრობის სტატუსთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობაში ბოლოდროინდელი ცვლილებების გათვალისწინებით, როგორც კანონმორჩილი კომპანია, ვემორჩილებით ამ მარეგულირებელ წესებს. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის 1-ელი მარტიდან, საქართველოს ბაზარზე პლატფორმაზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ პარტნიორი მძღოლებისთვის, ანუ თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. გვსურს განვმარტოთ, რომ ტაქსის მძღოლები და კურიერები არ არიან აყვანილნი შრომითი ხელშეკრულებებით და არ წარმოადგენენ დაქირავებულ დასაქმებულებს. თითოეული ტაქსის მძღოლი თუ კურიერი საქმიანობს როგორც პარტნიორი, რომელიც ჩვენი ელექტრონული პლატფორმისგან იღებს მომსახურებას და სანაცვლოდ პლატფორმას თავისი გამომუშავებული შემოსავლის ნაწილს უხდის".
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
კომენტარები