ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
"საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია", — თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, სადაც "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე აკეთებდა განცხადებას. მისივე თქმით, შესაბამისი კანონმდებლობა, რომლის გაუქმებასაც მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ითხოვს, არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ ზედმიწევნით აღსრულდება.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და სისხლის სამართლის საქმეების აღძრა ქვეყნის შიდა საქმეებში დამაში ქვეყნის გარედან ვერავინ ჩაერევა. სამართლის საქართველოში სამართლის უზენაესობა პოლიტიკურ კონიუნქტურას არც მომავალში დაექვემდებარება და მყარად იქნება დაცული. საქართველოში დაცული უნდა იყოს მედიის ობიექტურობის სტანდარტები და 150 პოლიტიკურ აქტივისტს არ უნდა ჰქონდეს დანარჩენ მოსახლეობაზე ძალადობის უფლება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი კანონმდებლობა არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ ზედმიწევნით აღსრულდება. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება,მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე შეგვიძლია გავმართოთ საჯარო დებატები ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია", — თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, სადაც "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე აკეთებდა განცხადებას.
ამავე ბრიფინგზე მას ჟურნალისტმა ჰკითხა არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გასაჩივრდეს. რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ "მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის გასაჩივრება ტექნიკურად შეუძლებელია და არც არის საინტერესო". მისივე თქმით, ამ "დოკუმენტი არის ფარატინა ქაღალდი და არავითარი ფასი არ აქვს.
"მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის გასაჩივრება ტექნიკურად, მე მგონი, შეუძლებელია და არც არის საინტერესო. ეს არის ფარატინა ქაღალდი, ასე ვიტყოდი, არავითარი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს. დაახლოებით იგივე ფასი აქვთ, დაახლოებით იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის უკვე მეშვიდე რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, არც ტექნიკურადაა შესაძლებელი და არც აქტუალური არაა ამ დოკუმენტის გასაჩივრება", — თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC—მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC—მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
კომენტარები