ევროპელი ლიდერები: "უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება"
ევროპელი ლიდერები — ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის დაგეგმილ შეხვედრამდე საერთო განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპელი ლიდერები მზად ყოფნას გამოთქვამენ დიპლომატიური ძალების გაერთიანებით მხარი დაუჭირონ უკრაინას და რუსეთის უკანონო შეჭრა და მკვლელობები დაასრულონ. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროპის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობას უხდიან გაწეული ძალისხმევისთვის და ახსენებენ, რომ "უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება".
"მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში მკვლელობების შეჩერებას, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული აგრესიული ომის დასრულებას და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
დარწმუნებული ვართ, რომ წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დიპლომატიური ძალები გაერთიანდებიან უკრაინის მხარდაჭერად და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა, რათა მან უკანონო ომი შეწყვიტოს .
მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს როგორც დიპლომატიური გზებით, ასევე უკრაინისთვის არსებითი სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებით — მათ შორის მოხალისეთა კოალიციის მუშაობით და რუსეთის ფედერაციის მიმართ არსებული და ახალი შემზღუდველი ზომების მხარდაჭერით.
ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესების დაცვა.
ამ ინტერესებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც უკრაინას მისცემს საშუალებას, ეფექტიანად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინას აქვს სრული თავისუფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. არსებითი მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საბრძოლო მოქმედებების შემცირების პირობებში. უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს, ხოლო მოლაპარაკებების საწყისი წერტილი უნდა იყოს არსებული ფრონტის ხაზი.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს გაეროს წესდების, ჰელსინკის საბოლოო აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმისა და რუსეთის მიერ მიღებული სხვა ვალდებულებების უხეშ დარღვევას. ხაზს ვუსვამთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ერთიანნი ვართ, როგორც ევროპელები, და მიზნად ვისახავთ ჩვენი ინტერესების ერთობლივ დაცვას. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პრეზიდენტ ტრამპთან და აშშ-თან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხალხთან, მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაიცავს ჩვენს სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს," — ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე დაწერა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშე მიიღება, ამავდროულად მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა".
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები