ტრამპის თქმით, ზელენსკიმ მოსკოვს არ უნდა დაარტყას და პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 50 დღეში უნდა მოაწეროს ხელი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვს არ უნდა დაარტყას. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 50-დღიან ვადაში უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაეკისრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დონალდ ტრამპის ეს განცხადება The Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომელიც, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ტრამპი პირად საუბარში უკრაინას მოუწოდებდა გააქტიურებულიყო რუსეთის სიღრმეში მდებარე ტერიტორიებზე შეტევაში. გამოცემის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მოსკოვის დაბომბვას იმ შემთხვევაში, თუ აშშ მისცემდა შორ მანძილზე მოქმედ იარაღს.
"არა, არ უნდა მიიტანოს იერიში მოსკოვზე," — უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც მათ უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამი წელის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო პოზიციას ამკაცრებს და უკრაინისთვის ახალი სარაკეტო სისტემებისა და სხვა შეიარაღების მიწოდება დააანონსა. შეთანხმების მისაღწევად, მან რუსეთს 50 დღე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები ძალაში შევა.
Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ევროპელი ოფიციალური პირები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოახერხონ ტრამპის გეგმის რეალიზება და უზრუნველყონ, უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება.
მოგვიანებით, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზოგიერთი Patriot-ის რაკეტა უკვე გზაშია უკრაინისკენ:
"ისინი უკვე გზაშია", — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს მერილენდის შტატის ქალაქ ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე, როდესაც პატრიოტის რაკეტებსა და სხვა შეიარაღებაზე ჰკითხეს.
"ისინი გერმანიიდან მოდიან და ყველა შემთხვევაში, შეერთებული შტატები სრულ ანაზღაურებას მიიღებს", — თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, პუტინთან ამ განცხადების შემდეგ ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევას შესაძლოა 50 დღეც არ დასჭირდეს.
როდესაც მას ჰკითხეს, ახლა უკრაინის მხარესაა თუ არა, ტრამპმა უპასუხა: "არავისი მხარე არ ვარ", შემდეგ კი დაამატა, რომ "კაცობრიობის მხარესაა", რადგან "მკვლელობები უნდა შეწყდეს".
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები და ტარიფები შეეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. დონალდ ტრამპს შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების დაგეგმვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
"თუ 50-ე დღის ბოლოს შეთანხმება არ გვექნება, ეს ძალიან ცუდი იქნება", – თქვა მან.
- სენატორი ლინდსი გრემი: "თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, მე ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ"
- FT-ის ცნობით ტრამპმა ზელენსკი წააქეზა, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგისთვის დაერტყა
- The Guardian: აშშ-ის პირველი ლედი "აგენტი მელანია ტრამპენკო" გახდა, მას შემდეგ რაც ტრამპი პუტინის ორპირობაში დაარწმუნა
- ტრამპი პუტინს და რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა
- ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები