FT-ის ცნობით ტრამპმა ზელენსკი წააქეზა, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგისთვის დაერტყა
ფოტო: Axios
Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა პირად საუბარში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა გაეძლიერებინა დარტყმები რუსეთის სიღრმეში. გამოცემა წერს, რომ ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგისთვის დაერტყა.
"ვოლოდიმირ, შეგიძლია მოსკოვს დაარტყა? შეგიძლია სანქტ-პეტერბურგსაც დაარტყა?" — ჰკითხა ტრამპმა უკრაინის ლიდერს 4 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ უპასუხა: "აბსოლუტურად. შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდით".
Financial Times-ის ცნობით, მან პრეზიდენტ ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინულ სამხედროებს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის დარტყმა, რათა "მათ ტკივილი იგრძნონ".
ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული ორი პირის თქმით, ტრამპი იმედოვნებს, რომ ეს კრემლს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.
მანამდე მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა Washington Post-მა. მათ ცნობით, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა, თუ რატომ არ დაარტყა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს, რაზეც მან უპასუხა, რომ შეეძლო ამის გაკეთება, კიევს რომ ამერიკული იარაღი მიეღო. ამის შესახებ The Washington Post-ის (WP) მიმომხილველმა დევიდ იგნატიუსმა დაწერა.
WP-ს ცნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ აუცილებელი იყო ზეწოლის გაზრდა "არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ სანქტ-პეტერბურგზეც".
იგნატიუსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ თავისი პოზიცია სამი მიზეზის გამო გაამკაცრა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ტრამპმა იგრძნო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას უპატივცემულოდ ეპყრობოდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების იგნორირებით.
მეორეც, ამერიკელმა ლიდერმა დაინახა ირანზე B-2 ბომბდამშენებისა და Tomahawk-ის რაკეტების ეფექტურობა. გარდა ამისა, ტრამპი დარწმუნებულია, რომ პუტინი უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებას „მხოლოდ ძლიერი დარტყმების საფრთხის” არსებობის შემდეგ გამართავს.
14 ივლისს NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ თუ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 50 დღის განმავლობაში არ იქნება მიღწეული, რუსეთს და მის სავაჭრო პარტნიორებს "ძალიან მკაცრი ტარიფები" დაეკისრება.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ "აპირებს უმაღლესი დონის იარაღის დამზადებას" და მის გაგზავნას ნატოში, რომლის ხარჯებსაც ევროკავშირი დაფარავს.
რუტემ დასძინა, რომ შეთანხმების მეშვეობით უკრაინას შეუძლია "ძალიან დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობის" შეძენა საჰაერო თავდაცვისთვის, რაკეტებისა და საბრძოლო მასალისთვის.
ეს ამბავი გავრცელდა იმ ცნობების ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი "ძალიან უკმაყოფილოა" რუსეთით და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებებით უკრაინის მიმართ.
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
კომენტარები