ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ნაკრების მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს — "ქომაგობა არ ჩერდება".
25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. თუმცა, არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ.
სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ მივა, მაშინ თავად ქალაქი იქცევა საგულშემატკივრო ტრიბუნად. თუ სტადიონი ჩუმადაა, ხმაურობს ქალაქი!
საქართველოს ბანკის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევით, მატჩის დღეს თბილისში, დინამოს მიმდებარედ. სპეციალური გულშემატკივართა ზონები მოეწყობა. ასე ფეხბურთის მთავარი ემოცია, ჟინი და ქომაგობა მხოლოდ დინამო არენაზე კი არა, თბილისის ქუჩებზეც გავრცელდება.
გულშემატკივართა ზონები მოეწყობა ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ, თამაშზე ხმაურით შეაცილონ ნაკრები და შეახსენონ, რომ ქომაგობა სტადიონის კართან არ იწყება და არც მთავრდება, რომ ქომაგობას შეზღუდვები ვერ აჩერებს.
"გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რამდენი ძალა აქვს ქართულ ქომაგობას", — აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.
მოდით, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით, ხმაურით და ჩვენს ნაკრებს ჩვენი მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო "ქომაგობა არ ჩერდება".
-
ირმა ინაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები