UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანი საქართველოს ეწვია. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობიმენა, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
"პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას და ერთობლივი პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებას, რამდენადაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების დადებით ტენდენციებზე, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ დინამიკასა და ტურიზმის მნიშვნელოვან წილზე ქვეყნის ეკონომიკაში.
როგორც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში და ეს ციფრებითაც დასტურდება. შაიხა ნასერ ალ ნუვაიმ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო სხვა ქვეყნებისთვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
ყურადღება დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აქტიური საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიო ბაზარზე", — იტყობინება მთავრობა.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა. პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენმდივნის პოზიციაზე 2018 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა. 2024 წლის ბოლოს ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებდა კენჭი ეყარა მესამე ვადით (2026–2029 წლებისთვის) ამავე პოზიციაზე. თუმცა, 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა გაიწვია და მხარი არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭირა. თავად პოლოლიკაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან მხარდაჭერის შეწყვეტა მის მიერ გუნდში ყოფილი ელჩის, თეა მაისურაძის დასაქმებას უკავშირდებოდა. კარიერის დასრულების შემდეგ, 2026 წლის იანვარში, პოლოლიკაშვილი ტურისტული მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანია HiSEAS-ის მრჩეველთა საბჭოს შეუერთდა.
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები