საიდუმლო სერობა, ქალღმერთები და ტეილორ სვიფტი — რატომ ითვლება პარასკევი 13-ში დაწყევლილ დღედ?
ფოტო: Wild Witch of The West
როცა ცუდ იღბალზე ვსაუბრობთ, დასავლურ კულტურაში იშვიათად მოიძებნება ისეთი გავრცელებული ცრურწმენა, როგორიცაა პარასკევი 13 რიცხვში. შავი კატის გზაზე გადარბენა და სარკის გატეხა – ეს ყველაფერი ისეთივე ღრმად ფესვგადგმულია ჩვენს ცნობიერებაში, როგორც პარასკევს დამთხვეული 13 რიცხვის უბედურების მომტან დღედ აღქმა — მიუხედავად იმისა, რომ ამაში დარწმუნებულ ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ ზუსტად ახსნა, რატომ ფიქრობენ ასე.
ამ თარიღისადმი ირაციონალურ შიშს სახელიც კი აქვს: პარასკევიდეკატრიაფობია — რაც ტრისკაიდეკაფობიის (13 რიცხვის შიშის) სპეციალიზებული ფორმაა.
მიუხედავად იმისა, რომ პარასკევი 13 რიცხვში იშვიათ მოვლენად გვეჩვენება, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით თვეების 13 რიცხვი ოდნავ უფრო ხშირად ემთხვევა პარასკევს, ვიდრე სხვა რომელიმე კვირის დღეს. თუმცა ეს არ არის უნივერსალური ცრურწმენა: საბერძნეთსა და ესპანურენოვან ქვეყნებში უბედურების დღედ ითვლება სამშაბათი 13, მაშინ როცა იტალიაში 17 რიცხვს დამთხვეულ პარასკევს არ სწყალობენ.
ცრურწმენის წარმოშობა
საიდუმლო სერობის მე-13 სტუმარი იუდა ისკარიოტელი იყლ რომელმაც ქრისტე გასცა.
ფოტო: Roberto Serra/Iguana Press/Getty Images
ბევრ ცრურწმენას, რომელიც დროთა განმავლობაში კულტურებს შორის განვითარდა, ძნელად თუ მოეპოვება ზუსტი დასაწყისი. თუმცა ვიცით, რომ როგორც პარასკევს, ისე 13 რიცხვს ისტორიის განმავლობაში ბევრ კულტურაში უიღბლობას უკავშირებდნენ. ჩარლზ პანატი თავის წიგნში Extraordinary Origins of Everyday Things ამ ცრურწმენის საწყისებს ნორვეგიულ მითოლოგიაში ხედავს, როცა ოინბაზი ღმერთი, ლოკი დაუპატიჟებლად მივიდა ვალჰალაში წვეულებაზე, რითაც სტუმრების რიცხვი 13-მდე გაზარდა. ლოკიმ მოახერხა, რომ ბრმა ღმერთი ჰოდრი მოეტყუებინა და თავისი ძმა, სინათლის, სიხარულისა და სიკეთის ღმერთი ბალდერი ფითრით გაკეთებული ისრით მოეკლა.
პანატის თქმით, ცრურწმენა სკანდინავიიდან მთელ ევროპაში გავრცელდა და ქრისტიანული ეპოქის დასაწყისისთვის ხმელთაშუაზღვისპირეთში მყარად დამკვიდრდა. აქ ციფრების "საშიშობა" განმტკიცდა საიდუმლო სერობის ისტორიით, რომელსაც იესო ქრისტე და მისი 12 მოწაფე დაესწრნენ. მე-13 და ყველაზე ცნობილი სტუმარი იყო იუდა ისკარიოტელი, რომელმაც იესო გასცა, რასაც მისი ჯვარცმა მოჰყვა... პარასკევს.
ბიბლიური ტრადიციის მიხედვით კი უბედური პარასკევების იდეა ჯვარცმაზე ბევრად ადრე წარმოიშვა — ეს იყო დღეც, როცა ადამმა და ევამ აკრძალული ხილის ჭამა დაიწყეს, როცა კაენმა აბელი მოკლა, როცა სოლომონის ტაძარი დაინგრა და როცა ნოეს კიდობანი დიდ წყალდიდობას შეერკინა.
პარასკევი 13 და მისი რეპუტაცია
კადრი საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმდან Friday The 13th
ფოტო: Alamy
მე-19 საუკუნეში 13 რიცხვს დამთხვეული პარასკევის ასოცირება უშუალოდ უიღბლობასთან დაიწყო. სტივ რაუდი თავის წიგნში ცრურწმენების გზამკვლევი ბრიტანეთსა და ირლანდიაში ამბობს, რომ პარასკევისა და 13-ის კომბინაცია ვიქტორიანული ეპოქის გამოგონებაა. 1907 წელს გამოქვეყნდა ტომას უ. ლოსონის პოპულარული რომანი პარასკევი 13-ში, რომელიც მოგვითხრობს უპასუხისმგებლო საბროკერო ფირმაზე, რომელიც თარიღისადმი გავრცელებული ცრურწმენებით მანიპულირებს და ბაზარს შეგნებულად მართავს.
1980-იან წლებში კი საშინელებათა ფილმების სერიამ Friday the 13th ჰოკეის ნიღბით შემოსილი ბოროტმოქმედით, ჯეისონ ვურჰიზით, კიდევ უფრო გააღრმავა ამ თარიღის შიში. ამას მოჰყვა დენ ბრაუნის 2003 წლის რომანი და ვინჩის კოდი, რომელმაც პოპულარობა მოუტანა მცდარ თეორიას, რომ ცრურწმენა დაიწყო 1307 წლის პარასკევს, 13 ოქტომბერს, როდესაც ასობით ტამპლიერი რაინდი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.
ალტერნატიული ისტორია
მრავალი შავბნელი მითის გამო, გასაგები ხდება, თუ რატომ გვეჩვენება პარასკევი 13-ში მართლაც ავის მომასწავებლად. თუმცა თუ უფრო ღრმად ჩავეძიებით ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ როგორც პარასკევს, ისე 13 რიცხვსაც ძველად კარგი იღბალიც უკავშირდებოდა.
მაგალითად, წარმართულ დროში პარასკევს ღვთიურ ქალურ საწყისებთან ჰქონდა კავშირი. თავად დღის სახელწოდება ინგლისურად, Friday, მომდინარეობს ძველი ინგლისური სიტყვიდან და ნიშნავს "ფრიგის დღეს" — ფრიგი ნორვეგიულ მითოლოგიაში ასგარდის დედოფალი და ცის ძლევამოსილი ქალღმერთი იყო, რომელიც ასოცირდებოდა სიყვარულთან, ქორწინებასთან და დედობასთან.
ფრიგი ოჯახებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მფარველი იყო, და ბედისწერის შექმნაც შეეძლო. მას ასევე წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდა და შობადობის მინიჭება ან წართმევა შეეძლო. ხშირად ფრიგს აიგივებდნენ ფრეიასთან — სიყვარულის, ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთთან, რომელიც ორ შავ კატაზე იჯდა და მომავლის წინასწარ განჭვრეტა შეეძლო. სწორედ ამ ქალღმერთების გამო პარასკევი საბედისწერო და ქორწილისთვის სასურველ დღედ ითვლებოდა სკანდინავიურ და ტევტონურ ტომებში.
13 რიცხვი — ქალური ძალის სიმბოლო
რაც შეეხება 13-ს — იგი წინაქრისტიანულ კულტურებში ღვთაებრივი ქალის ძალასთან ასოცირდებოდა. მას უკავშირებდნენ მთვარისა და მენსტრუაციული ციკლების რაოდენობას წელიწადში. მაშინ ნაყოფიერება ღირებულებად ითვლებოდა და ხელოვნებაც ხშირად ასახავდა ამ ციკლებს.
ლასელის ვენერა
ფოტო: Education Images/Universal Images Group/Getty Images
აი მაგალითად, ლასელის ვენერა — 25,000 წლის წინანდელი ქვის ქანდაკება, რომელიც ასახავს ქალის ფიგურას, ერთი ხელით ფეხმძიმე მუცელს რომ ეფერება და მეორეში ნახევარმთვარისებური რქა უჭირავს, რომელზეც 13 ნაკერია. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს ქანდაკება ნაყოფიერების ქალღმერთს გამოსახავდა და 13 ნაკერი მთვარის ან მენსტრუაციის ციკლს უკავშირდება — ორივე კი ქალის ძალის სიმბოლოდ ითვლებოდა.
რეპუტაციის გადახედვა
ქალღმერთი ფრიგი
ფოტო: Wikipedia
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ შუა საუკუნეებში გავლენა მოიპოვა, წარმართული ტრადიციები ახალ პატრიარქალურ რწმენასთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა. ახალი რელიგიის ლიდერებმა მრავალი ღმერთისა და ქალღმერთის თაყვანისცემაზე უარი თქვეს, და პარასკევის, 13 რიცხვისა და ქალღმერთების (რომლებიც სიყვარულს, სექსს, ნაყოფიერებას, მაგიას და სიამოვნებას განასახიერებდნენ) კულტიც "უწმინდურად" გამოაცხადეს.
ამ ქალღმერთებს იმდენად დიდ პატივს სცემდნენ, რომ ხალხისთვის მათი მიტოვება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენდა. თუმცა ქრისტიანული ხელისუფლება მაინც აგრძელებდა ბრძოლას: ქალღმერთებს და მათ თაყვანისმცემელ ქალებს ჯადოქრებად აცხადებდა.
"როდესაც ნორვეგიული და გერმანული ტომები ქრისტიანობაზე მოექცნენ, ფრიგა სირცხვილით გადაასახლეს მთის წვერზე და ჯადოქრად მონათლეს," — წერს ჩარლზ პანატი. "არსებობდა რწმენა, რომ ყოველ პარასკევს, ეს შურისმაძიებელი ქალღმერთი ერთად იკრებდა თერთმეტ სხვა ჯადოქარს და ეშმაკს — სულ ცამეტს — და ერთად ამზადებდნენ ბოროტ გეგმებს მომავალი კვირისთვის."
დღესდღეობითაც, პარასკევი 13-ში კვლავ აშინებს დასავლურ წარმოსახვას. თუმცა, მას შემდეგ, რაც საზოგადოების ყოველდღიურ განხილვაში გადმოინაცვლა თემამ, თუ რა როლი ითამაშა მარგინალიზაციამ და სექსიზმმა ძლიერ ქალთა დადუმებაში ისტორიის განმავლობაში, შესაძლებელია, რომ ეს თარიღი და მასთან დაკავშირებული ქალღმერთებიც ხელახლა შეფასდნენ და თავიანთი რეპუტაცია აღიდგინონ.
ტეილორ სვიფტი კარიერის დასაწყისში, რომელიც კონცერტების წინ ხელზე რიცხვ 13-ს იწერს
ფოტო: Larry Busacca/Getty Images
შესაძლოა, ცვლილება უკვე დაწყებულია: აი, თუნდაც ტეილორ სვიფტი, რომელიც 13-ს საკუთარ ბედნიერ რიცხვად მიიჩნევს და კარიერის დასაწყისში ხშირად გამოდიოდა სცენაზე ხელზე მიწერილი 13-ით.
"13-ში დავიბადე. 13 წლის გავხდი პარასკევს, 13-ში. ჩემი პირველი ალბომი 13 კვირაში გახდა ოქროს ფირფიტა. ჩემი პირველი ნომერ პირველი სიმღერა 13-წამიანი შესავლით იწყებოდა," — უთხრა მან MTV-ს 2009 წელს. "ყოველ ჯერზე, როცა ჯილდო მიმიღია, ვიჯექი ან მე-13 ადგილას, ან მე-13 რიგში, ან მე-13 სექციაში, ან M-რიგში — M ანბანში მეცამეტე ასოა. მოკლედ, როცა 13 ჩნდება ჩემს ცხოვრებაში — ყოველთვის კარგი რაღაც ხდება."
თუ მეტი ასეთი მაგალითი გამოჩნდება, სრულიად შესაძლებელია, რომ პარასკევი 13-ის მემკვიდრეობა შიშის ნაცვლად იღბლიანი დღეს გადაიქცეს.
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
კომენტარები