მაღაროელმა მირაზა ლოლაძემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის 114-ე დღეს, მაღაროელმა მირაზა ლოლაძემ, რომელიც იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც დაზარალებული მუშაკებისგან შედგება, 21 ივნისს პირი ამოიკერა. მანამდე, 19 ივნისს, დაკავებული მაღაროელების გათავისუფლების მოთხოვნით, ოთხმა მაღაროელმა დაიწყო უვადო შიმშილობა, საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს ასევე მერაბ სარალიძეც.
მაღაროელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კომპანიის მიერ მათი მოთხოვნების უგულებელყოფამ გამოიწვია — "დასაქმებულთა გაღატაკება, შიშის შექმნა და შემდეგ მოჩვენებითი სტაბილურობის წარმოდგენა".
მაღაროელების მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"21 ივნისს, ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის 114-ე დღეა. ის დაიწყო 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც კომპანიამ, სპეციალური მართვის რეჟიმზე გადასვლისას, ვეღარ უზრუნველყო ხელფასების დროული და სტაბილური დარიცხვა. კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, ხელფასის 60% ყოველ თვეში, 15 რიცხვში დაერიცხა, თუმცა ამ პირობის დარღვევამ და დასაქმებულთა მომავლის მიმართ სრული გაურკვევლობით გამოწვეულმა მოლოდინებმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.
7 მარტს კომპანიამ ტექსტური შეტყობინებით გვამცნო, რომ ჭიათურაში საწარმოო პროცესი აღარ აღდგებოდა. თანამშრომლებს დაემშვიდობა და კომპენსაციებზე მომდევნო კონტაქტს დაჰპირდა. ამ გადაწყვეტილებამ დიდი არეულობა გამოიწვია ქალაქში და დასაქმებულებს რეაგირება სწრაფად მოგვიხდა.
საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც უშუალოდ დაზარალებული მუშაკებისგან შედგება, მშვიდობიანი, მასობრივი პროტესტი დაიწყო — საპროტესტო აქციები გავმართეთ: ჭიათურაში, ზესტაფონში და თბილისში. შედეგად, სახელმწიფომ სამმხრივი კომისია ჩამოაყალიბა, თუმცა საინიციატივო ჯგუფი ანუ დასაქმებულები ამ პროცესიდან გამორიცხა და მის ნაცვლად პროფკავშირები ჩართო, რომელთა მოქმედება მეტად შეესაბამებოდა ბიზნესის ინტერესებს.
პარალელურად, დაიწყო ჩვენი დისკრედიტაციის კამპანია, რომელშიც სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილიც ჩაება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახმოვანებდით 3,620 დასაქმებულის ინტერესს, ვეძახდით სახელმწიფოს, ვთხოვდით პრემიერის ჩართულობას და მივიჩნევდით, რომ ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაცია ქვეყნისთვის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მომგებიანი იქნებოდა.
სახელმწიფომ არ მოგვისმინა — პირიქით, სამართალდამცავი და პოლიტიკური რესურსები ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს არც სამთავრობო მედია საშუალებებმა არ დააყოვნეს. 29 აპრილს, ღამით, მოხდა ოთხი აქტივისტის დაპატიმრება, რომლებიც დღემდე პატიმრობაში რჩებიან უსამართლო საფუძველზე. ამას თან დაერთო დასაქმებულებზე ზეწოლა, რათა ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, რომლებიც მათ სტატუსს ცვლიდა და პასუხისმგებლობას აკისრებდა, რაც ასევე პროფკავშირების თანხმობით ხდებოდა.
გარდა ამ ყველაფრისა, დღემდე არ არსებობს სამუშაო კონტრაქტები იმ ადამიანებისთვის, ვინც დაბრუნდა შრომით პროცესში — სრული არეულობაა პირობებსა და სტატუსებში. ეს პროცესი, პრაქტიკულად, სამ ეტაპად წარიმართა: დასაქმებულთა გაღატაკება, შიშის შექმნა და შემდეგ მოჩვენებითი სტაბილურობის წარმოდგენა.
შიმშილობის აქცია რამდენჯერმე დაიწყო, როგორც ციხეში, ისე ქალაქში. 19 ივნისს ოთხმა მაღაროელმა ისევ დაიწყო უვადო შიმშილობა ბიჭების განთავისუფლებამდე, ასევე უსამართლოდ დაკავებულმა მერაბ სარალიძემაც დაიწყო შიმშილობა ციხეში პროტესტის ნიშნად. დღეს კი ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ მირაზა ლოლაძემ რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრია, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
ჩვენ, ვინც ამდენ ხანს ვიბრძოდით სამართლისთვის, მიგვატოვა ხელისუფლებამ, იმ სახელმწიფომ, რომლის ინტერესების დაცვასაც ვცდილობდით იმ საზოგადოებამ, რომლის ინტერესებსაც ვაჟღერებდით ვაჟღერებთ და გავაჟღერებთ, მაგრამ ჩვენი რწმენა რჩება — საქართველოში, ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე, უსამართლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
მანგანუმი ღვთისგან ნაბოძები სიმდიდრეა, რომელიც არასწორი პოლიტიკის გამო ჭიათურელებს წყევლად გვექცა!", – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- ჭიათურელი მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ
- SJC Chiatura Management Company-ის მოუწოდებს, შეწყვიტოს რეორგანიზაცია და უკანონო გათავისუფლებები
- "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვა — მაღაროელები პროტესტს აგრძელებენ
- მთავრობის კანცელარიასთან 3 ჭიათურელი შიმშილობს
- 1-ელ მაისს ჭიათურაში საპროტესტო აქცია გაიმართა
- შსს: ჭიათურის მაღაროებში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები