"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვა — მაღაროელები პროტესტს აგრძელებენ
19 მაისს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" (CMC) განცხადება გაავრცელა. სადაც წერია, რომ ისინი თანამშრომლობას წყვეტენ იმ პირებთან, რომლებთანაც "სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება". კომპანიის თქმით, სამსახურიდან დათხოვილი პირები ერთთვიან კომპენსაციას მიიღებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია იზრუნებს რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილ თანამშრომლებს საკრედიტო პირობები გაუუმჯობესონ.
რაც შეეხება 4 ჭიათურელს, რომელიც შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძეზე თავდასხმისთვის თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ — კომპანიის აზრით, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მათგან "გულწრფელი სინანული არ მოუსმენიათ".
"ჭიათურის საწარმოებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შუალედური შეფასებისას წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გიზიარებთ დამატებითი განმარტებას.
მათთვის, ვინც რეორგანიზაციის შედეგად ჩვენთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა, უახლოეს 2-3 კვირაში დავიწყებთ მარტი-აპრილის სახელფასო დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას.
რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, ისინი განიხილებიან როგორც საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლები. მათ ავუნაზღაურებთ როგორც კანონით გათვალისწინებულ ერთთვიან კომპენსაციას, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხულ სახელფასო თანხას. საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ბანკებთან, რათა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულებსა და მონაწილე თანამშრომლებს შევთავაზოთ გაუმჯობესებული საკრედიტო პირობები. კონკრეტულ სიახლეებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ.
მკაცრად ვგმობთ ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტს, რომელიც უკვე შეფასებულია როგორც შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაული და რომლის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება ოთხი პირის მიმართ. სამწუხაროა, რომ ამ მძიმე შემთხვევის შემდეგ დღემდე არ მოგვისმენია გულწრფელი სინანული იმ ადამიანებისგან, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. ჩვენი მტკიცე რწმენით, ეს არის აუცილებელი საფუძველი ნებისმიერი შემდგომი მსჯელობისა თუ შესაძლო შეღავათების განსაზღვრისას.
ჩვენ გვესმის არსებული გამოწვევების სირთულე და ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მოქმედება სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებით," — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამის შემდეგ, მაღაროელებმა საპასუხო განცხადება გამოაქვეყნეს. მათი თქმით, კომპანიამ ამ განცხადებით თავისი რეალური მოტივები კვლავ გამოააშკარავა — ისინი არ აპირებენ ბოდიშის მოხდას და ბრძოლას გააგრძელებენ.
"2023 წლიდან, როცა საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა და აქტიურად ჩაერთო პროცესებში, დღემდე ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ არ გვსურს კონსტრუქციული დიალოგი ან რომ რადიკალური დაჯგუფება ვართ. პირიქით — ყოველთვის ვცდილობთ, ნებისმიერი აქტუალური საკითხი მოლაპარაკების გზით გადავჭრათ. ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი მხრიდან გადადგმული ლოიალური ნაბიჯი, რომლის ფარგლებშიც ხელი არ შევუშალეთ სამუშაო პროცესს, რადგან გვქონდა მოლოდინი, რომ იწყებოდა პროცესების გაჯანსაღება. მოლაპარაკების და კონსტრუქციული დიალოგის გზით.
თუმცა, კომპანია კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი რეალური სურვილი და სახე. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ამ მცდელობას ყურადღება არ მიაქცია.
შედეგები ნუ გაგიკვირდებათ — ჭიათურა კვლავ დადგება სიმართლის, სამართლიანობისა და ღირსების მხარეს.
ჩვენ ვართ მხარე, ჩვენი ძალისხმევით შეიწუხა კომპანიამ თავი დარიცხა გასული 2 თვის ხელფასი, და დაიწყო საუბარი მუშა პროცესის განახლებაზე.
ეს ყველაფერი ამ პროტესტის თითოეული ჩვენგანის და იმ 4 უსამართლოდ დაკავებული, ჩვენი თანამებრძოლის დამსახურებაა.
ბრძოლამ გამოიღო შედეგი, ბრძოლა არ დასრულებულა," — ვკითხულობთ განცხადებაში.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მას შემდეგ, ჭიათურის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას უკვე 82-ე დღეა აპროტესტებს. ჭიათურელების მთავარი მოთხოვნა იყო კომპანიას დაერიცხა დავალიანების სახით დარჩენილი ხელფასები, კომპანია გასულიყო ჭიათურიდან და სახელმწიფოს აეღო პასუხისმგებლობა ჭიათურაში წიაღისეულის მოპოვება გაგრძელებულიყო.
29 აპრილის ღამეს, ჭიათურაში, საპროტესტო კარავში პოლიციამ ღამის 3:30 საათზე საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავა — შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თენგო კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
ამის შემდეგ ჭიათურელებს ორი ახალი მოთხოვნა ჰქონდათ — ქართული ოცნების პრემიერი, ირაკლი კობახიძე მათ პირადად შეხვედროდა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ჭიათურელები განთავისუფლებულიყვნენ.
11 მაისიდან, შიმშილობის მე-17 დღეს, სამი ჭიათურელი მოშიმშილე — მერაბ გულიაშვილი, გოჩა კუპრეიშვილი და ირაკლი ჯიქიძე ღამეს კანცელარიის შენობასთან ათევდნენ, მაგრამ მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ისინი პროტესტს ჭიათურაში აგრძელებენ.
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები