NGO-ები აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას სთხოვს
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს. სადაც განაცხადეს, რომ 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ "არ აპირებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას მათი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს" და მიმართავენ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ.
"17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების — წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.
ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია — ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი — პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად", — ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც პუბლიკა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი", FARA-ს კანონი 31 მაისს ამოქმედდა და მის აღსრულებას ანტიკორუფციული სამსახური განახორციელებს. კანონი ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტების რეგისტრაციას და დოკუმენტაციების წარდგენას და შეეხება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. ქართული ოცნების მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან, რომლის მიხედვით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5-დან 10 000 დოლარამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მეტი FARA-ს კანონზე:
- პეტერ ფიშერი: "როგორც მეგობარმა, [რაჟდენ კუპრაშვილი] გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიების შესახებ
- არჩილ გორდულაძე: ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი [FARA] და დაემორჩილონ
- ანტიკორუფციული ბიურო, FARA-ს ამოქმედების ფარგლებში, დასმენებისთვის საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს
- მამუკა მდინარაძე: FARA-ს კანონის აღსრულება მოხდება ისე, როგორც ეს აშშ-ია, რიგ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
- "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA) საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა
- რაჟდენ კუპრაშვილი NGO-ებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხვდება
- რაჟდენ კუპრაშვილი: "ფარას" კანონი არანაირად არ არის დაკავშირებული რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან
- ანტიკორუფციული ბიურო: "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA) 2025 წლის 31 მაისს ამოქმედდება
- ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ვგმობთ ახალ კანონებს — PACE-მა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
- გზა დიქტატურისკენ: "ქართული ოცნების" რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი: მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები
- ნორვეგიის საგარეო: ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი, რეპრესიული მექანიზმებით მათ შორის, უცხოელი აგენტების კანონით
- სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი პარტნიორების ეს [2 აპრილის] განცხადებები უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ
- ნონა ქურდოვანიძე: FARA-თი ფიზიკურ პირს შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები