სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი პარტნიორების ეს [2 აპრილის] განცხადებები უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 2 აპრილს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის, ეუთო/ოდირის, აშშ-ს სახდეპის, ჰელსინკის კომისიისა და მოსამართლეებისთვის ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, "გუშინდელი დღე იყო ძალიან ძლიერი დარტყმა რეჟიმზე".
"დღეს, ჩვენ ორი თემა განვიხილეთ. პირველი, არის პატიმრების ოჯახების ახალი წამოწყება, მათი კოორდინირება, როგორც ჩანს, შეიქმნა ეს ფორმატი. მინდა, რომ "წინააღმდეგობის პლატფორმიდან" მათ კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ კოორდინაციის ორი მთავარი მიზანი სრულიად უცვლელი რჩება, ეს არის ახალი არჩევნების მზადება, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების და მეორე, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ სინდისის პატიმრების, მათი მდგომარეობა, ზოგჯერ რაც იყო — წამება, ცუდი მოპყრობა, ჩვენი მუდმივი თემაა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში და ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამან შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგან სხვადასხვა კუთხიდან წამოვიდა ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქციები, ერთის მხრივ, ევროკავშირიდან, კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება, მეორე — ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება, რომელიც ეხება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკითხებს და ჩინელების შემოყვანას, ესეც ძალიან მკაცრი განცხადებაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ მას ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები — 2 აპრილს გამოცხადებული და ოდირის განცხადება "ფარასთან" დაკავშირებით. ხუთივე განცხადება ძალიან დიდი დარტყმაა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენი სინდისის პატიმრების დაკავებაზე და ციხეში ყოფნაზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები, ეს რეაქცია უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით, არის ერთადერთი გზა, რომელიც ბოლომდე მიგვიყვანს", — განაცხადა ზურაბიშვილმა (ტექსტს IPN ავრცელებს).
- ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედონ FARA-ს იმპლემენტაციას და ის "ყურადღებით ხელახლა შეფასდეს"
- TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა
- დიდმა ბრიტანეთმა მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა
- დიდი ბრიტანეთისგან სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ პირველი კომენტარი გააკეთა
- სახდეპი: დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეთა ცენზურით ან დაპატიმრებით
- კაია კალასი და მართა კოსი: ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აიღოს რეალური და უპირობო ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები