რატომ უნდა გავუშვათ შვილი საზაფხულო ბანაკში?

ფოტო: სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი
ზაფხული – ეს ის დროა, როცა უნდა განიტვირთო, შეიძინო ახალი მეგობრები და დრო ბუნებაში გაატარო. და მაინც, თუ კი თქვენი შვილების ზაფხულის 9 დღეს Schoolbook Camp 2025-ს დაუთმობთ, ეს მათთვის არაჩვეულებრივი თავგადასავალი იქნება — არა მხოლოდ დასვენების, არამედ, პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი.
გამოწვევებიდან — ღირებულებებამდე
შემეცნებით-გასართობი ბანაკი Schoolbook Camp 2025 მოზარდებს დაეხმარება დამოუკიდებლობის, სოციალიზაციისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებაში. აქ მათ ასწავლიან იმას, რაც არა მხოლოდ ზაფხულიდან — ზაფხულამდე გაჰყვებათ, არამედ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათი მენტალური საყრდენი გახდება.

ფოტო: სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი

ბანაკის მთავარი ღირებულება მოზარდების კეთილდღეობაა. როგორც ჩვენთან ინტერვიუში ბანაკის ორგანიზატორმა, ავთო აბდუშელიშვილმა გვითხრა:
“Schoolbook Camp-ის ინსპირაციის წყარო იყო Well-being, ანუ მოზარდების კეთილდღეობის იდეა. დღეს ბავშვებს დახმარება სჭირდებათ პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. მათ უნდა მივცეთ შანსი, გაიგონ, ვინ არიან და რა სურთ”.
ბანაკის პროგრამა დარგის პროფესიონალებისა და ფსიქოლოგების ჩართულობით არის შედგენილი და ეხმიანება მოზარდების ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს. ფსიქოლოგის სამსახურის ხელმძღვანელი, მარიამ ხაბეიშვილი, აღნიშნავს, რომ ხშირად მოზარდებისთვის თვითონ ბანაკიც გამოწვევაა და დასაწყისში აწუხებთ შფოთვა, თვითშეფასების დაბალი დონე და კომუნიკაციის შიში. სწორედ ამიტომ, ბანაკის ყველა აქტივობა განკუთვნილია ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად:
"ჩვენი აქტივობები ეხმარება მათ პიროვნულად გახსნაში, თავდაჯერებულობის ამაღლებასა და საკუთარ თავის რწმენის გაძლიერებაში. სპიკერებთან ურთიერთობა ჩვეულებრივი ლექციის ფორმატში კი არა, დიალოგად მიმდინარეობს, რაც ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის, სადაც თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა,“ — გვიხსნის მარიამი.
ბანაკის გარემო შესაძლებლობებით სავსეა. ბავშვები სწავლობენ ურთიერთობას ჯგუფის ახალ წევრებთან, რაც ამ ასაკში მნიშვნელოვანია, როგორც სოციალიზაციისთვის, ისე თვითშეფასების ასამაღლებლად.

ფოტო: Pinterest

ფოტო: Pinterest
ბუნებაში გატარებული დრო და იოგის სესიები კი უქმნის ბავშვს ჰარმონიას საკუთარ სხეულსა და გონებასთან. მარიამ ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ “თანამედროვე ტექნოლოგიებით გადატვირთულ სამყაროში, ბავშვებს უჭირთ კონცენტრირება და სხეულში ყოფნა, რაც ბანაკში ბუნებრივად ისწავლება.”
მზადება მომავლისთვის
როგორც ვხედავთ, Schoolbook Camp 2025 მეტია ვიდრე უბრალოდ გართობა და დასვენება — ის ახალგაზრდებს მომავლისთვის მზადების პროცესში უწყობს ხელს.
ბანაკის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლიკა აბრამიშვილი განმარტავს:
“ჩვენი ბანაკი არის სივრცე, რომლის საფუძველი გუნდური მუშაობის პრინციპია. ბავშვები სწავლობენ როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს და ვითარდებიან მრავალმხრივად, რასაც ყოველდღიურობაში ნაკლებად ახერხებენ. ბანაკის უნიკალურობას ქმნიან ცნობილი სპიკერები — ალექსანდრე ჯეჯელავა, ნათია ფანჯიკიძე, დათო ტურაშვილი, ნინო მარგველაშვილი — რომლებიც ბავშვებს სთავაზობენ პრაქტიკული ცხოვრების გაკვეთილებს და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას.“
ავთო აბდუშელიშვილის თქმით:
"მოზარდებს ვაძლევთ სივრცეს, სადაც არ არის სტრესი და წნეხი, პირიქით — არის თავისუფლება, თვითგამოხატვა და განვითარების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ბანაკი მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. ბავშვისთვის ეს არის შესაძლებლობა, იპოვოს საკუთარი თავი, გაიზარდოს მენტალურად მდგრადი, აითვისოს ემოციებთან გამკლავების უნარები — როგორ აკონტროლოს ბრაზი და არ დაკარგოს მოტივაცია.”
ბანაკის სესიები, შეხვედრები სპიკერებთან ბუნებაში ყოფნა, გუნდური აქტივობები — ყველა ეს კომპონენტი ხელს უწყობს ბავშვებს დაბრუნდნენ საკუთარ სხეულში, გაეცნონ თავიანთ ემოციებს, მიზნებსა და მისწრაფებებს.
ამ დასამახსოვრებელი დღეების გამორჩეულ ნაწილს სწორედ სპიკერები ქმნიან. ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც ემოციურ გონიერებაზე ესაუბრება მათ, დათო ტურაშვილი საბჭოთა ტაბუს არსს აუხსნის, ნინო მარგველაშვილი, თვითრეგულაციასა და სტრესის მართვას ასწავლის, ხოლო, ნათია ფანჯიკიძე ჯგუფური კონფორმიზმის გაგებასა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში დაეხმარება.
როგორც მარიამ ხაბეიშვილი გვეუბნება, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდს საკუთარ სურვილებთან ჰქონდეს კავშირი. ეს პირდაპირ განაპირობებს პროფესიული ორიენტაციის გადაწყვეტილებას. ბავშვი უკვე ვიღაცის ხათრით აღარ ირჩევს მომავალს — თავად პოულობს.
ბანაკი მშობლებისა და შვილების ურთიერთობის გაუმჯობესების სივრცე
ფსიქოლოგები თანამშრომლობენ, როგორც მოზარდებთან, ისე მშობლებთან:
“მშობლებს ვეუბნებით, როგორ მოუსმინონ ბავშვს, ბავშვებს კი ვასწავლით, როგორ დაიცვან ზღვარი და როგორ გადაჭრან კონფლიქტები, მაშინ როცა უფროსებს არ ეთანხმებიან.“
ლიკა აბრამიშვილმა, ბანაკის ორგანიზატორმა, ეს ყველაფერი ერთი ფრაზით შეაჯამა:
"ეს არის 9 დღე, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.“
და სწორედ ეს არისა Schoolbook Camp-ის მიზანიც — არა ერთჯერადი გამოცდილება, არამედ გრძელვადიანი ცვლილება.
აქ გატარებული დღეების განმავლობაში, მოზარდები სწავლობენ, როგორ იყვნენ მადლიერები, როგორ შეძლონ ჰარმონიაში ყოფნა — ფიქრებთან და სხეულთან, საკუთარ თავთან და ერთმანეთთან.

ფოტო: სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი

და ბოლოს, Schoolbook Camp 2025-ის 9 ცხელი დღე თქვენი შვილებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს — რადგან ისინი სიახლეებისკენ გადადგამენ ნაბიჯებს.
და ზაფხული ხომ საუკეთესო დროა მოზარდის ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად.
კომენტარები