"იწვის თუ წვავენ?" — "ოცნების" მმართველობისას დამწვარი 5 ბაზრობა და გამოუძიებელი ხანძრები
ფოტო: Dato Koridze
თუ გგონიათ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ხანძრები და მათი გაჩენის შესახებ პასუხგაუცემელი კითხვები მომრავლდა, არ გეჩვენებათ — 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სხვადასხვა ქალაქის 20-ზე მეტი ბაზრობა დაიწვა. უკანასკნელ 7 წელში მხოლოდ თბილისში ბაზრობებზე გაჩენილი 11 ხანძარია ლიკვიდირებული, მათ შორის ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძარი, რომლის შედეგადაც დაახლოებით 25 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა.
დამწვარი ბოჯორმის ვაგზალი
ფოტო: Ezz Gaber
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების რიცხვი საგანგაშოა და აშკარაა, რომ ცეცხლის გაჩენის პრევენციისთვის სახანძრო უსაფრთხოების ნორმებზე ზრუნვას ადმინისტრაციული სამმართველო ორგანოები საკუთარ თავზე არ იღებენ, "ოცნების" მთავრობას ინციდენტების გამოძიება ბოლომდე ხშირად არ მიჰყავს, ზოგ შემთხვევაში კი არც იწყებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში ჩნდება ეჭვები გამოძიებების ეფექტურობისა და ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენის შესაძლებლობის შესახებ.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძარი, 2017 წლის 30 იანვარი
დამწვარი "ბავშვთა სამყარო"
ფოტო: Dato Koridze
სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძარი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი იყო. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ღამის სამ საათზე გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები რვა საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძარმა სრულად გაანადგურა "ბავშვთა სამყარო", დაიწვა იქვე მდებარე საბითუმო ბაზრობის ნაწილიც. მომხდარის გამო საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძრის შემდეგ, დაზარალებულები დახმარებას ითხოვდნენ და თბილისში საპროტესტო აქციებიც გაიმართა, თუმცა თბილისის იმჟამინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან მოვაჭრეების დასახმარებლად თანხა ვერ გამოიყოფა, თუმცა სხვა ფორმით დახმარება შესაძლებელი იქნებოდა — მაგალითად, რამდენიმე ბაზრობამ დაზარალებულ მცირე მეწარმეებს ფართების ქირაობა დაბალ ფასში შესთავაზა. "ბავშვთა სამყაროში" დასაქმებული მოვაჭრეების ნაწილი ინციდენტის დღესვე აცხადებდა, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი, რადგან, მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება უნდოდათ.
საბოლოო ჯამში, 1000-ზე მეტ დაზარალებულს თვეების განმავლობაში გაგრძელებული პროტესტის შემდეგ თბილისის საკრებულომ 3000-3000 ლარიანი კომპენსაცია გამოიყო, მაშინ, როცა მათთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი ღირებულების იყო — საერთო ზარალმა 18 მილიონ ლარს გადააჭარბა.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან დაზარალებულთა საპროტესტო აქცია "ოცნების" სათაო ოფისთან
ფოტო: ნეტგაზეთი
ხანძრის საქმის ფარგლებში დააკავეს "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი და კიდევ ერთი თანამშრომელი, მალხაზ თევზაძე, რომლებიც შემდგომ სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მათ პროკურატურა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა. გიორგი მაჭავარიანს ობიექტი სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" 6 მილიონ ლარად ჰქონდა დაზღვეული.
არსებული ინფორმაციით, "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის გაჩენის მიზეზები მოკვლეული არაა. რაც შეეხება ბაზრობის შენობას, ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. თუმცა, 2024 წელს რამდენიმე მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება და პროექტი შეთანხმების ეტაპზეა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე 4-სართულიანი სავაჭრო ცენტრის პროექტი დამტკიცდა. ცენტრი დაახლოებით 12 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ელიავას ბაზრობის ხანძარი – 2017 წლის 2 ივლისი
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/ OC Media
უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთი ხანძარი მოხდა ელიავას ბაზრობაზეც — 2014 წლის 27 დეკემბერს (გამოძიება არ დაწყებულა), 2015 წლის 4 აგვისტოს (გამოძიება არ დასრულებულა) და 2017 წლის 2 ივლისს, რომლის დროსაც ბაზრობის 2500 კვადრატული მეტრი დაიწვა.
ისევე, როგორც დანარჩენ ხანძართა აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში, ხანძარი ელიავას ბაზრობაზეც გვიან ღამით დაიწყო. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, მეხანძრე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მომხდარის ადგილზე იმყოფებოდნენ გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც ბაზრობის დირექტორი და დაცვის თანამშრომლები დაკითხეს. ელიავას ბაზრობაზე მომუშავე მოვაჭრეთა ნაწილის ვარაუდით, სახანძრო-სამაშველო ოპერაციები ტერიტორიაზე განზრახ დაიწყო დაგვიანებით და პროცესი არაეფექტურად მიმდინარეობდა.
შსს-ს საზოგადოებისთვის ამ ხანძრის გამოძიების პროგრესირების შესახებ თანმიმდევრული ინფორმაცია არ მიუწოდებია. ბოლო გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, ელიავას ბაზრობის ხანძრის გამოძიება კვლავ არ დასრულებულა.
დეზერტირების ბაზრობის ხანძარი — 2017 წლის 17 ივლისი
ფოტო: On.ge
ელიავას ბაზრობის ხანძრიდან რამდენიმე დღეში, ცეცხლის ალმა მოიცვა დეზერტირების ბაზრობის საწყობიც. ხანძრის შედეგად ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა, რომლებიც სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარედ საქმიანობდნენ. ამ შემთხვევაშიც, დაზღვეული იყო თავად ბაზრობა, თუმცა არა ინდივიდუალური მოვაჭრეები. ფაქტ-ჩეკერის ინფორმაციით, შსს-ს ჯერ არც ამ ხანძრის გამოძიება დაუსრულებია. 2024 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის აშენების შესახებ.
"ქალაქის გულის" ხანძარი — 2018 წლის 27 თებერვალი
ფოტო: ნეტგაზეთი
მორიგი მასშტაბური ხანძარი, რომელიც თბილისში გაჩნდა, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე "ქალაქის გულის" ბაზრობას მოედო 27 თებერვალს, ბაზრობების სავალდებულო დაზღვევამდე ორი დღით ადრე — 2018 წლის პირველი მარტიდან, საქართველოში სავალდებულო ხდებოდა სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სასტუმროებისა და ბენზინგასამართი სადგურების დაზღვევა.
ცეცხლის ალი "ქალაქის გულშიც" ღამით გაჩნდა, დაახლოებით 00:30 საათზე. 35 სახანძრო მანქანა მის ჩაქრობას სამ საათზე მეტხანს ცდილობდა. ხანძრის შედეგად ბაზრის 3000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.
დამწვარი "ქალაქის გული" მერიამ გაარემონტა, თუმცა ინფორმაცია არც ამ ხანძრის გამოძიების შესახებ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი.
"ბოშების ბაზრობის" ხანძარი, 2014 წლის 16 სექტემბერი
ფოტო: ნეტგაზეთი
2014 წელს, დილის 6 საათზე, ხანძარი გაჩნდა ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ "ბოშების ბაზრობაზე". ცეცხლი ახლოს მდებარე სახლებსაც მოედო, თუმცა ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. საერთო ჯამში, დაიწვა 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. ამ დროს დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ხანძარი ბაზრობის გაქურდვის შემდეგ გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 2018 წლის მონაცემებით, არც ეს გამოძიება მისულა ბოლომდე.
ფაქტია, რომ საქართველოში საჯარო თავშეყრის ადგილებსა და სავაჭრო პუნქტებში ხანძრის გაჩენას საზოგადოება და ამ ადგილებში დასაქმებული ადამიანები ეჭვის თვალით უყურებენ. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ხანძრები დიდწილად გამიზნულადაა პროვოცირებული, რათა ტერიტორიიდან მცირე მეწარმეების გასვლით ადგილი გათავისუფლდეს მსხვილი სავაჭრო ცენტრების მშენებლობებისთვის, რომლებიც ძირითად შემთხვევებში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით. პოპულარულ ვარაუდს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს ხანძრის დაწყების მიზეზების კვლევა ბოლომდე ან არ მიჰყავთ, ან არ ასაჯაროებენ ინფორმაციას, რომელიც საყოველთაო დაინტერესების საგანია.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა

კომენტარები