შაიშმელაშვილის წერს, რომ საგამოძიებო კომისია გინტურის მკვლელობას, საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულების და ე.წ. "მკვდარი ზონების" საქმეებს უნდა იძიებდეს
გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება და წერს, რომ ჩორჩანა იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ დროული და პრინციპული რეაგირებით შეძლო საკუთარი ტერიტორიის დაცვა. შაიშმელაშვილი ასახელებს 3 საკითხს, რომლებსაც კომისია უნდა იძიებდეს:
"ჩორჩანა იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ დროული და პრინციპული რეაგირებით შეძლო საკუთარი ტერიტორიის დაცვა!
რას უნდა იძიებდეს თვითმარქვია კომისია:
1. გინტურის მკვლელობა – რატომ ვერ დაიცვა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქე საოკუპაციო ხაზზე? (მკვლელებს რომ ვერ და არ დაადგენთ ეს ისედაც ცხადია)
2. საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 100 გატაცებული მოქალაქის საქმე – რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ?
3. ე.წ. "მკვდარი ზონები" საოკუპაციო ხაზზე — რატომ არ ხდება მათი ეფექტური მონიტორინგი და გადაფარვა? ბოლო სამი წლის განმავლობაში მომზადებული ანგარიშები და ბრიფინგები რატომ (ან ვისი ინტერესით) იგნორდებოდა?
P.S. ქ-ნო თეა, მწყემსების და იმბეცილების შედგენილ ინფორმაციას ბოლომდე ნუ დაეყრდნობით მაინც
ესე გააგრძელეთ — რუსეთი არ გააღიზიანოთ!!!", — წერს შაიშმელაშვილი.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილმა უწყება 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დატოვა, 23 დეკემბერს კი ქვეყნიდან წავიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირაკლი შაიშმელაშვილი აშშ-ში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს 12:00 საათზე ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია დაიბარეს.
13 აპრილის საღამოს, პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუსტად ამ დროს, 14 აპრილს, 12:00 საათზე გიორგი გახარია ბრიფინგს გამართავდა. დილით კი ამავე პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ გიორგი გახარია კომისიაზე წარდგენას აპირებდა.
ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საკითხზე სწორედ ამ სხდომაზე იმსჯელეს. ქართული ოცნება გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა.
"დასწრების პრინციპით გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ… გავიყვანეთ, გავწმინდეთ გზა და გავაკეთეთ საგუშაგოები. პირველი შემთხვევა იყო, რომ დავიცავით ამხელა ტერიტორიები და საოკუპაციო ხაზი გადმოწეული არ არის", — განაცხადა გახარიამ საგამოძებო კომისიის სხდომაზე..
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები