შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში თავი მოიკლა.

"განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთ-ნახევარი იყო გასული პოლიცია, რომ მივიდა ადგილზე. მათ თავდამსხმელს დანენებისკენ მოუწოდეს, თუმცა მან საკუთარი თავის მიმართ ისროლა და გარდაიცვალა", - ამბობენ შსს-ში და დასძენენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღეს, რამდენიმე საათით ადრე წერეთლის გამზირზე თიბისი ბანკის დაყაჩაღებაც სცადეს, თუმცა სავარაუდო თავდამსხმელი გაიქცა. აქვს თუ არა ამ ორ შემთხვევას ერთმანეთთან კავშირი - უცნობია.