დანიაში სტოუნჰენჯის მსგავსი ნაგებობა აღმოაჩინეს

ფოტო: Vesthimmerlands Museum
დანიელმა არქეოლოგებმა 4 000 წლის წინანდელ წრიულ კონსტრუქციას მიაგნეს. მართალია მასალა ხეა და არა ქვა, მაგრამ არქეოლოგების თქმით, აღმოჩენა, შესაძლოა, სტოუნჰენჯთან იყოს დაკავშირებული.
ასევე: რისთვის აშენდა სტოუნჰენჯი? — კვლევა
ეს აღმოჩენა ქალაქ აარსში გაკეთდა. ნეოლითის ეპოქის 45 ხის ნაგებობა წრეს კრავს, რომლის დიამეტრი 30 მეტრია. ხის გროვები ერთმანეთისგან დაახლოებით ორი მეტრის მანძილითაა დაშორებული.
"ასეთი აღმოჩენები ძალიან იშვიათია", — თქვა კვლევის ავტრომა, სიდსელ ვაჰლინმა.

ფოტო: Vesthimmerlands Museum
არქეოლოგების თქმით, წრე, რომელსაც ხის გროვები კრავს, სტოუნჰენჯის ნაგებობას წააგავს.
ცნობისთვის, სამხრეთ ინგლისში აღმოჩენილი სტოუნჰენჯი ითვლება, რომ დაახლოებით 4000-5000 წლის წინ ააგეს.
ვაჰლინის განცხადებით, ეს ხის კონსტრუქციები მზის სადიდებლად გამოიყენებოდა.
ამ ადგილზე არქეოლოგებმა პირველად ადრეული ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. 1700-1500 წწ.) დასახლების კვალი აღმოაჩინეს. აქ მიაგნეს ბელადების სამარხებსა და ბრინჯაოს ხმალს.

რუკა, რომელიც ასახავს ხის რგოლებს სტოუნჰენჯში.
ფოტო: Wikipedia Commons
რაც შეეხება დანიაში აღმოჩენილ ხის ნაგებობების წრეს, ის დაახლოებით 4000 წლით თარიღდება.
არქეოლოგები ახლა რიტუალურ ნივთებს ეძებენ, როგორიცაა კაჟის ისრები და ხანჯლები. მკვლევრებს სურთ გაარკვიონ, არსებობდა თუ არა კავშირი სტოუნჰენჯსა და ამ ახლად აღმოჩენილ ადგილს შორის.
კომენტარები