აზერბაიჯანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს
რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიეჩქმალათ ეს ინციდენტი და დაჟინებით ესაუბრათ აბსურდულ ვერსიებზე, ჩვენში გაკვირვებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს, — აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა "აზერბაიჯანის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე საუბრისას განაცხადა.
"პროკურატურის სამუშაო ჯგუფები გაიგზავნა ქალაქ გროზნოსა და აქტაუში, სადაც მათ ოპერატიული სამუშაოები ჩაატარეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არსებობს წინასწარი მონაცემები. ბუნებრივია, გამოძიების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანულ საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ მომენტზე, რომელიც 29 დეკემბერს აღვნიშნე: ქალაქ გროზნოში გამოცხადდა საჰაერო სივრცის დახურვის ოპერაცია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს", — აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არსებობს ძალიან სერიოზული საკითხები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"როგორც წესი, როდესაც საფრთხე წარმოიქმნება ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ის მაშინვე იკეტება. ეს ეხება ყველა ქვეყანაში და სხვადასხვა სახელები აქვს. რუსეთში ამას ეწოდება ოპერაცია "ხალიჩა". თუ რუსეთის საჰაერო სივრცეს საფრთხე ემუქრებოდა, თვითმფრინავის კაპიტანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა, საჰაერო სივრცე სასწრაფოდ უნდა დაეხურათ და თვითმფრინავი უკან დაბრუნებულიყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დაახლოებით 10 დღით ადრე მსგავსი შემთხვევა ქალაქ გროზნოსთან მოხდა. AZAL-ის კუთვნილი თვითმფრინავი შუა გზიდან გაბრუნდა. რატომ არ გააფრთხილეს ამჯერად თვითმფრინავის ეკიპაჟი? ბუნებრივია, ამას გამოძიება გამოავლენს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეფუძნება სიმართლეს. რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიეჩქმალათ ეს ინციდენტი და დაჟინებით ესაუბრათ აბსურდულ ვერსიებზე, ჩვენში გაკვირვებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს", — აღნიშნა ალიევმა.
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე 41-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე 41-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვა200-მდე ფსიქოლოგის საერთო განცხადება: ქვეყანაში შექმნილი კრიზისი აზიანებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას 200-მდე ფსიქოლოგის საერთო განცხადება: ქვეყანაში შექმნილი კრიზისი აზიანებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას
-
გადახედვააშშ-მა ორბანის მთავრობის მინისტრი, ანტალ როგანი "მაგნიტსკის სიის" ფარგლებში დაასანქცირა აშშ-მა ორბანის მთავრობის მინისტრი, ანტალ როგანი "მაგნიტსკის სიის" ფარგლებში დაასანქცირა
-
გადახედვაკომპანია Meta "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" "ფაქტ-ჩექინგის" ფუნქციას აუქმებს და მას "საზოგადოებრივი შენიშვნებით" ანაცვლებს კომპანია Meta "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" "ფაქტ-ჩექინგის" ფუნქციას აუქმებს და მას "საზოგადოებრივი შენიშვნებით" ანაცვლებს
-
გადახედვაFrance 24: გარდაიცვალა ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი France 24: გარდაიცვალა ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი
-
გადახედვაინდონეზია BRICS-ის წევრი გახდა ინდონეზია BRICS-ის წევრი გახდა
-
გადახედვა2025 წელი სრულიად ახალი თაობის დასაწყისია — გაიცანით თაობა ბეტა 2025 წელი სრულიად ახალი თაობის დასაწყისია — გაიცანით თაობა ბეტა
-
გადახედვაNASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს
-
გადახედვათბილისში საშობაო მსვლელობა, "ალილო" გაიმართა თბილისში საშობაო მსვლელობა, "ალილო" გაიმართა
-
გადახედვაალექსანდრ ლუკაშენკო: ისეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია, უკეთესია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია ალექსანდრ ლუკაშენკო: ისეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია, უკეთესია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია
-
გადახედვავირი პერი, რომლის მიხედვითაც შრეკის პერსონაჟი შექმნეს, მოკვდა ვირი პერი, რომლის მიხედვითაც შრეკის პერსონაჟი შექმნეს, მოკვდა
-
გადახედვაჯო უილსონი: ემანუელ მაკრონის მადლობელი ვარ, რომ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის მოთხოვნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ჯო უილსონი: ემანუელ მაკრონის მადლობელი ვარ, რომ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის მოთხოვნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე
-
გადახედვავასო აბაშიძის სახელობის თეატრი იანვარში დაგეგმილ სპექტაკლებს აუქმებს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი იანვარში დაგეგმილ სპექტაკლებს აუქმებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის ირაკლი კობახიძე: საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი ემანუელ მაკრონს გადადგომასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ურჩევს შალვა პაპუაშვილი ემანუელ მაკრონს გადადგომასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ურჩევს
-
გადახედვადონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-სა და კანადის გაერთიანებაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-სა და კანადის გაერთიანებაზე
-
გადახედვაბრაზილიამ ყაზახეთს "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა ბრაზილიამ ყაზახეთს "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა
-
გადახედვადამანგრეველმა მიწისძვრამ ტიბეტში, სულ მცირე, 53 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა დამანგრეველმა მიწისძვრამ ტიბეტში, სულ მცირე, 53 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
-
გადახედვააშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნების გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნების გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა
-
გადახედვამიხეილ ყაველაშვილი: გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან მიხეილ ყაველაშვილი: გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: პია კაუმამ თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი ირაკლი კობახიძე: პია კაუმამ თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი
კომენტარები