საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

სამძიმრის წერილი საელჩოს "ფეისბუქზე" ვრცელდება.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს",— აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.