იყავი ინფორმირებული — NEXT.On.ge-ს 5 სტატია მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის
საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას ბევრი საკითხის გათვალისწინებაა საჭირო. მათ შორისაა როგორც ციფრული, ისე ფიზიკური უსაფრთხოება.
დემონსტრანტებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ დაშიფრონ სმარტფონებში არსებული მონაცემები ან როგორ ჰქონდეთ კონტაქტი სხვებთან ინტერნეტის გარეშე. რისკის წინაშეა აქციაზე შეკრებილი ადამიანებს ჯანმრთელობაც, რადგან მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის ხშირად იყენებენ.
გთავაზობთ NEXT.On.ge-ს 5 სტატიას, რომელთა მეშვეობითაც გაიგებთ, უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღოთ და როგორ დაიცვათ თავი მშვიდობიანი პროტესტისას.
1. როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში სმარტფონს თითქმის ყველა ადამიანი იყენებს, ჩვენი პერსონალური ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მოწყობილობაშია თავმოყრილი. თუკი, მაგალითად, ძალისმიერი დაკავებისას ის ხელში უცხო პირებს ჩაუვარდებათ, შესაძლებელია, მათ თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა მარტივად მოიპოვონ.
შესაბამისად, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, აქციაზე წასვლამდე მობილური ტელეფონების სხვადასხვა ფუნქცია გავთიშოთ, ზოგიც კი გავააქტიუროთ.
იხილეთ ვრცლად: როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
2. 4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ
კავშირის შეფერხებისას ინფორმაციის მიმოცვლაც რთულდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ხალხმრავალ ადგილებში ანდა საპროტესტო აქციებზე, როცა ინტერნეტზე დიდი მოთხოვნის გამო კავშირი საგრძნობლად უარესდება (დაახლოებით ისე, როგორც გადაადგილება რთულდება ხოლმე). თუკი ჯგუფურად გვსურს საუბარი, მოუხერხებელია მობილური ნომრების გამოყენებაც.
მსგავსი სიტუაციებისთვის ისეთი პროგრამებიც არსებობს, რომლებიც სხვებთან ინტერნეტის გარეშე დაგვაკავშირებს. ასეთი აპლიკაციები Bluetooth-ს ან სხვა ტექნოლოგიებს იყენებს და ცენტრალური სერვერის გარეშე მუშაობს. ამ დროს კავშირი პირდაპირ მოწყობილობებს შორის მყარდება და არა, თუნდაც, ფიჭური კოშკისა თუ "როუტერის" გავლით. ამას ერთრანგიანი, დეცენტრალიზებული, კავშირგაბმულობა ეწოდება, იგივე P2P.
იხილეთ ვრცლად: 4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ
3. როგორ დავშიფროთ ტელეფონი და კომპიუტერი, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს
საკუთარი ხელით ჩვენივე ციფრული მონაცემების გაცემას ვერავინ გვაიძულებს: არავის, მათ შორის არც პოლიციას, არ აქვს უფლება, რომ ტელეფონი/კომპიუტერი გაგვახსნევინოს, ანუ კოდის ან პაროლის შეყვანა მოგვთხოვოს. ეს კანონიერი არ არის და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემად ითვლება.
იმისათვის, რომ ჩვენი მოწყობილობები უნებართვოდ ვერავინ გახსნას, დაშიფვრას უნდა მივმართოთ და, ზოგადად, ციფრული ჰიგიენა დავიცვათ.
იხილეთ ვრცლად: როგორ დავშიფროთ ტელეფონი და კომპიუტერი, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს
4. რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
საპროტესტო აქციების დასარბევად წიწაკის სპრეის არცთუ ისე იშვიათად იყენებენ. როგორც წესი, მას ცრემლსადენ გაზთან შედარებით ახლო მანძილზე ისვრიან კონკრეტული ადამიანების მისამართით.
წიწაკის აეროზოლისათვის ეფექტიანი ანტიდოტი არ არსებობს, თუმცა მისი მოხვედრის შემთხვევაში რამდენიმე ზომის მიღება მაინც შეგვიძლია.
იხილეთ ვრცლად: რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
5. როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
წიწაკის სპრეისგან განსხვავებით, რომელსაც უფრო ახლო მანძილზე ისვრიან, ცრემლსადენი გაზი შედარებით ფართო ტერიტორიაზე ვრცელდება და ორგანიზმში მისი მოხვედრის შანსიც მეტია.
ეს ფუნქციონირებას გვირთულებს, რადგან თვალებს, პირს, სასუნთქ სისტემასა და კანს აღიზიანებს. როგორი მძაფრიც არ უნდა იყოს სიმპტომები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ცრემლსადენი გაზი მომაკვდინებელი არაა. თუკი ასთმა, გაზის რომელიმე კომპონენტზე ალერგია ანდა სხვა დაავადება გაქვთ, შესაძლოა, გართულებების რისკი მეტი იყოს.
იხილეთ ვრცლად: როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
კომენტარები