გიორგი ჩოგოვაძე

8 Dec. 2024, 03:34

დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო ჩემი სასამართლო დავა, სადაც მოსამართლეს ვუჩივლე სქესის ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით და დავასაბუთე, რატომ ვთვლიდი ასე. მაგის მერე დაიწყო ჩემი თვალთვალი, უამრავი უცხო ნომრიდან ზარების გამოშვება, ხმას არ იღებდნენ, რომ ვუპასუხებდი; პოლიციაში დაბარებები, ღამის 2 საათზე დაკითხვები და რა აღარ ხდებოდა. მერე ავდექი და გავეცალე ქვეყანას, საზღვარგარეთ წავედი იმ განწყობით, რომ მოკლე დროში უკან აღარ დავბრუნდებოდი.

მერე ამ პერიოდს დაემთხვა საპროტესტო აქციების დაწყება, გულმა აღარ მომითმინა, ასე ვთქვათ და დავბრუნდი. აქციებზე ჩამოვაყალიბე პატარა ჯგუფი, სადაც იყვნენ გაწევრიანებული მედიკები, ახალგაზრდები.

აქედან ამომიღეს მიზანში ე.წ. სამართალდამცავებმა და რომ ჩავთვალე და ამ ყველაფერმა ჩაიარა და წარსულში იყო, კიდევ დაიწყო ჩემს ტელეფონზე რეკვა, ბევრი ზარი შემოდიოდა, ყოველდღიურად, ზედიზედ ალბათ, 10 სხვადასხვა ნომრიდან. დღეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, არ ვიცი, ისინი რა სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, ნიღბები ეკეთათ, შავებში იყვნენ ჩაცმულები და მითხრეს, რატომ არ ვჩერდებოდი, როცა ამხელა შარში ვიყავი გახვეული.

ამომიცნეს და მისაყვედურეს, რატომ არ ვჩერდებოდი და კალაპოტში რატომ არ ვდგებოდი. მოხდა შელაპარაკება, ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ არავის დავუკავებივარ. 5-6 ადამიანი იყო. ვისთვის უნდა მიმემართა, ისიც არ ვიცოდი. მე მარტო ვიყავი.

რადგან ვაქტიურობდი აქციაზე, მითხრეს, რომ მე არ მეკუთვნოდა აქ ყოფნა, იმიტომ რომ ისედაც შარში ვიყავი და ის არ მქონდა მოგვარებული, რომ სხვა დავიწყე — ამას ვუკავშირებ მე.

[დავა] სამოქალაქო იყო, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და დამოუკიდებელ ინსპექტორთან ვუჩივლე, მერე მათი იმედიც რომ არ მქონდა, ჩავრიე სახალხო დამცველი და ამას მოჰყვა ყველაფერი, ჩემი ქვეყნიდან წასვლაც


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს

2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ, საიას გამგეობის წევრთა…