სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს დახმარებას უწყვეტს
ფოტო: OC-Media
სომხეთის მთავრობამ შეცვალა მთიანი ყარაბაღის დევნილი სომხებისთვის შეთავაზებული სოციალური დახმარების პროგრამა, შეამცირა ყოველთვიური დახმარება და ბენეფიციართა ჯგუფები და რესურსები საბინაო დახმარების პროგრამაზე გადაანაწილა, რასაც ბენეფიციარების კრიტიკა მოჰყვა.
ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, დახმარების პაკეტი 2025 წლის აპრილიდან £50,000-დან ($130) ֏40,000-მდე ($100) შემცირდება, ივლისიდან — ֏30,000-მდე ($80).
ცვლილებები გავლენას მოახდენს მთიანი ყარაბაღის 18 წლამდე მოსახლეობაზე; მათზე, ვინც სავალდებულო განათლებას იღებს; 63 წელზე უფროსი ასაკის ოჯახებზე; ოჯახებზე, რომლებმაც დაკარგეს მთავარი მეურვე და ასევე — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. რაც მთლიანობაში დაახლოებით 54 000 ადამიანია.
დახმარების პროგრამა 2023 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც 100 000-ზე მეტმა სომეხმა, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარების შემდეგ, სახლები მიატოვა.
- გაიგეთ მეტი: მთიანი ყარაბაღიდან ბოლო ავტობუსი გავიდა
მას შემდეგ სომხეთმა 75 მილიარდზე მეტი (190 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა დევნილი სომხების დახმარებისთვის, რომლის დაახლოებით 90% სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემოდა. ცვლილებების შემდეგ, მთავრობა 2025 წელს მთლიანი პროგრამისთვის თითქმის ֏30.5 მილიარდს (78 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს.
მთავრობის სხდომაზე შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნარეკ მკრტჩიანმა განაცხადა, რომ პროგრამის განახლების გადაწყვეტილება დევნილთა ეკონომიკური ინტეგრაციის ფინანსურ ტენდენციებს და 2024 წლის ივნისში საბინაო მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დაწყებას ეფუძნება.
"ჩვენ ვხედავთ, რომ დევნილთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ — დაახლოებით 25 000-მა ან მეტმა, იპოვა სამუშაო ან ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, რაც მნიშვნელოვანი რაოდენობაა 18-60 ასაკობრივ ჯგუფში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა ეტაპობრივად უნდა იყოს მიმართული უფრო მიზანმიმართული და გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისთვის, განსაკუთრებით სახელმწიფო საბინაო დახმარების პროგრამის მიმართ", — განაცხადა მკრტჩიანმა.
საბინაო პროგრამა გააკრიტიკეს ზოგიერთმა ბენეფიციარმა, რომლებმაც დაადანაშაულეს მთავრობა მათი საჭიროებების განხილვაზე უარის თქმის გამო.
თავის მხრივ, პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისმა მთავრობის პოლიტიკამ "უნდა წაახალისოს მთიანი ყარაბაღის სომხები, იფიქრონ ოჯახის ხარჯების საკუთარი შრომით დაფარვაზე", რაც მათ ზოგად სტრატეგიაში ჯდება, რომ თანდათანობით გაუქმდეს ნებისმიერი სახის მხარდაჭერა.
"სიღარიბის დაძლევა შრომით შეიძლება", — დასძინა ფაშინიანმა.
მიღებულმა გადაწყვეტილებამ მთიანი ყარაბაღის სომხების უკმაყოფილება გამოიწვია.
ლიანა პეტროსიანმა, საზოგადო მოღვაწემ რეგიონიდან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარების პროგრამა არის "ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც გაცემულია ქირის ხარჯებისთვის, რომელიც იძულებით გადაადგილებულებმა უნდა მიიღონ მანამ, სანამ არ ექნებათ საკუთარი სახურავი".
მან აღნიშნა, რომ საშუალოდ დასაქმებული ლტოლვილი ხელფასით ვერ დაფარავს ქირისა და ცხოვრების მაღალ ხარჯებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ყველა დევნილი ითვლება დაუცველ ჯგუფად".
"განსხვავებების შემოღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარალელურად განხორციელებულმა საბინაო პროგრამამ არ გაამართლა, ჩემი აზრით, არარეალურია და უდავოდ გამოიწვევს დევნილთა უკმაყოფილების დიდ ტალღას", — დასძინა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები