ეს საყვარელი არსება ერთ-ერთია იმ კოალებს შორის, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ქუინსლენდის ზოოპარკში დაიბადნენ.

ამ ზოოპარკის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კოალა ამ შეფერილობით დაიბადა. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მისი ბეწვი უფრო გამუქდეს.

პატარა კოალას, ჯერჯერობით, სახელი არ აქვს, ამიტომ ქუინსლენდის ზოოპარკი და ავსტრალიის ტურიზმის დეპარტამენტი ინტერნეტ მომხმარებელს სთხოვს მისთვის სახელი შეარჩიონ.

სახელის შერჩევაში თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება.

უბრალოდ შედით ამ ვიდეოზე და დააკომენტარეთ თქვენი ვერსია.

ამჟამად მომხმარებლებმა 3 ათასამდე ვარიანტი წამოაყენეს.