ნარკოტიკების "ჩადება" და ძალადობა — აზერბაიჯანში მუსლიმ აქტივისტებს აკავებენ
ფოტო: OC-Media
აზერბაიჯანში ირანთან დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში მყოფი მუსლიმებისთვის რისკები იზრდება. ამაზე მიუთითებს ის, რომ მტკიცებულებების ნაკლებობის მიუხედავად, სასურველი შედეგის მისაღებად, აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები დაშინებას და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ყალბ ბრალდებებს იყენებენ.
26 ოქტომბერს, ოპოზიციური დაჯგუფების მუსლიმური ერთობის მოძრაობის წევრი, აჰსან ნურუზადა, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ორმა პირმა დააკავა.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ნურუზადას ოჯახს არ ჰქონია ინფორმაცია მისი ადგილ-სამყოფლის შესახებ, ხოლო 29 ოქტომბერს იგი ბაქოს ნარიმანოვის რაიონულ სასამართლოს პროცესზე აღმოაჩინეს და პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ბრალდებით ასამართლებდნენ.
ნურუზადას ციხიდან გამოშვების შემდეგ, იგი თავისუფალი მხოლოდ 21 დღის განმავლობაში იყო. შემდეგ იგი კვლავ დააკავეს იმის გამო, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაკავებული იყო ნარკოტიკების შენახვის გამო. პატიმრობის პერიოდში, მისი ცოლი სიმსივნისგან გარდაიცვალა, ხოლო ორი გოგონა ნარუზადას მოხუცი დედის გასაზრდელი გახდა.
ოქტომბრის მიწურულს, მორიგ სასამართლო პროცესზე, ნარუზანამ უარყო ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები. მისმა ადვოკატმა, ფაჰრადინ მეჰტიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შვილების ერთადერთი მეურვე იყო და ჯანმრთელობის სირთულეები ჰქონდა, მათ შორის — გულის და თირკმლის პრობლემების ჩათვლით.
ამ ამბიდან ცოტა ხნით ადრე, მუსლიმთა ერთობის მოძრაობის სპიკერმა, აბულზაფ ბუნიადოვმა OC-Media-ს განუცხდა, რომ 26 ივლისს, ნამიგ შირინოვი სამსახურში ტაქსის მძღოლად მუშაობისას გაუჩინარდა
იმავე დღის საღამოს, შირინოვმა მეგობარს დაურეკა, ხოლო ამის შემდეგ ვეღარავინ შეძლო მასთან დაკონტაქტება.
ამასთან, პოლიციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახალხო დამცველთან მისი გაუჩინარების საქმეზე კონტაქტმა შედეგი არ გამოიღო.
31 ივლისს, შირინოვიც ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო მედიამ მის დაკავებაზე თავდაპირველად განაცხადა, რომ იგი დაკავებული იყო იმისთვის, რომ ის იმ აზერბაიჯანული ოჯახებისთვის აგროვებდა ფულს, რომლებიც ირანისთვის ჯაშუშობაში იყვნენ მსჯავრდადებული. თუმცა, 6 აგვისტოს, აზერბაიჯანის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ იგი დაკავებული იყო ნარკოტიკების შეძენა, ტრანსპორტირებისა და შენახვის ბრალდებით, ისევე როგორც ნარკოტიკების გაყიდვისთვის და ამის გამო იგი ოთხი თვის განმავლობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ. მის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
რეპრესიები მესამე ტალღა
ნურუზადასა და შირინოვის დაკავება ბუნიადოვის მტკიცებით მუსლიმთა ერთიანობის მოძრაობის რეპრესიების სერიის მესამე ტალღაა.
"პირველად ეს მოხდა 2015 წელს, როდესაც ტალი ბაღირზადა და სხვები დააკავეს. ამის შემდეგ 2017 წელს, განახლდა დაკავებები და 2020 წელს მესამე ფაზა დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება", — ამბობს ბუნიადოვი, რომელიც შინაპატიმრობაშია და 15 წელი აქვს მისჯილი.
მუსლიმთა ერთიანი მოძრაობა 2015 წლის თებერვალში დაფუძნდა ბაღირზადას მიერ. ბაღირზადა, რომელიც ირანში სწავლობდა, პოპულარობა აზერბაიჯანელ შიიტ მუსლიმებს შორის ორი მიზეზის — მისი ქადაგებებისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის კრიტიკის, გამო მოიპოვა.
იგი 2011 წლის მაისში იმ პროტესტებში მონაწილეობის გამო დააკავეს, რომლებიც სტუდენტებისთვის სამთავრობო დონეზე ჰიჯაბის აკრძალვის მოთხოვნით იმართებოდა და 18 თვით ციხეში ჩასვეს ხულიგანიზმისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით.
ორი წლის შემდეგ, ის ხელახლა დააკავეს. ამჯერად იმის გამო, რომ ქადაგებებში ხალხს მოუწოდებდა, რომ "მორწმუნეს შეუძლია არ ეშინოდეს და აიმაღლოს ხმა მჩაგვრელთა წინააღმდეგ პროტესტით".
რვათვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, მას ციხეში ორი წელი მიუსაჯეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. სანამ იგი პატიმრობაში იყო, ბაღირზადა დემოკრატიული ძალების ეროვნულ საბჭოს (NCDF) საქმიანობაში ჩაერთო იმ იმედით, რომ ოპოზიციური ჯგუფები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გაეერთიანებინა, რომ 2013 წლის არჩევნებში ილჰამ ალიევის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.
გათავისუფლების შემდეგ, 2015 წლის ნოემბერში ბაგირზადა კვლავ "შარიათის კანონით მართული რელიგიური სახელმწიფოს" დამყარებისა და შეიარაღებული გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი პოლიციელი.
მას წინასწარ განზრახულ მკვლელობაში, ტერორიზმსა და რელიგიური ზიზღის წახალისებაში დასდეს ბრალი და 2017 წელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ერთი წლის შემდეგ, მოძრაობის სხვა წევრებიც დაიჭირეს, უმეტესად ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ბრალდებებით.
"სწორედ ახლა, მხოლოდ ჩვენი მუსლიმური გაერთიანებიდან (მოძრაობა) 77 ადამიანია დაჭერილი, მათგან 64 დაპატიმრებულია და დანარჩენები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან", — განუცხადა ბუნიადოვმა OC-Media-ს.
მან დასძინა, რომ მოძრაობამ რამდენიმეჯერ სცადა დარეგისტრირებულიყო, როგორც ოფიციალური რელიგიური ჯგუფი, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. ივლისის ბოლოს, რელიგიური მოძრაობის 11 წევრი ბაქოში საჯარო თავშეყრისთვის დააკავეს. ერთი თვის შემდეგ, მოძრაობის ორ წევრს ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
ჯგუფის წევრმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, OC Media-ს განუცხადა, რომ მათი დაკავების შემდეგ, ორ წევრს პოლიციამ სცემა.
გერმანიაში, ბერლინში დაფუძნებული აზერბაიჯანული მედიის MeydanTV-ს ინფორმაციით, დაახლოებით 500 რელიგიური ან რელიგიურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი ადამიანი დააკავეს 2023 წლის დასაწყისში, ხოლო აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების თავისუფლების კავშირმა მარტში განაცხადა, რომ ამჟამად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით საპყრობილეშია სულ მცირე 208 პირი.
საგარეო დამკვირვებლებმაც დაადასტურეს აზერბაიჯანის შეუწყნარებლობა რელიგიური ფიგურების მიმართ. 2023 წლის დეკემბერში, შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთაც რელიგიის თავისუფლების მძიმე დარღვევების გამო აკვირდებიან.
ირანთან დაძაბულობა
უფლებადამცველმა ჯგუფებმა აღნიშნეს, რომ რელიგიური მორწმუნეების უმეტესობა დაპატიმრებულია ნარკოტიკების ყალბი ბრალდებით. ეს მარტივი გზა იმისთვის, რომ ხელისუფლება მათ მიიჩნევს არასასურველად, საფრთხედ, ან, ბევრ დაკავებულ მუსლიმს ირანის აგენტს უწოდებს.
უფლებადამცველის ადვოკატის, ფარიზ ჰამაზლის თქმით, რელიგიული ადამიანების დაკავებულთა რიცხვის ზრდა ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუარესების პარალელურად ხდება.
მაგალითად, 2023 წლის იანვარში, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, მაღალჩინოსნებმა ქვეყნის მასშტაბით დაკავებები დაიწყეს, თითქოს ჯაშუშური ქმედებების წინააღმდეგ და აკავებდნენ მთავრობის გადაგდების მცდელობებისთვის და ნარკოტიკების გადატანისთვის. უფლებადამცველები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ჩხრეკის დროს დაკავებულთაგან ბევრი ფაქტობრივად მთავრობის რელიგიური პოლიტიკის კრიტიკის გამო დააკავეს.
"რადგან მათ ვერ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ ისინი რეალურად თანამშრომლობდნენ ირანის სადაზვერვო სამსახურებთან, ნარკოტიკების [შენახვაზე] დაბრალება დაიწყეს. თუ სამართალდამცავ ორგანოებს უნდათ პირის დაკავება, ირჩევენ ყველაზე მოსახერხებელ მეთოდს — ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებას", — განუცხადა ნამაზლიმ OC Media-ს.
მან დასძინა, რომ საგამოძიებო ორგანოები დაკავებულთა აღიარებას იღებენ წამებისა და დაშინების გზით.
"როცა ადამიანს ჩხრეკენ, ვითომ ნარკოტიკებს პოულობენ და ადამიანი "აღიარებს" რომ მან ან იპოვა ნარკოტიკი ან იყიდა უცნობი ადამიანისგან, ნათელია თუ როგორ იღებენ ამ აღიარებებს. ამიტომ არის, რომ შემთხვევები არალეგალური ნარკოტიკების ტრეფიკინგის ბრალდებაზე არის გავრცელებული პრაქტიკაში", — ამბობს ნამაზლი.
დამატებით, მან დასძინა, რომ სხვა ბრალდებებისგან განსხვავებით, ნარკოტიკების შენახვის ბრალდების "დამტკიცება" მოწმეების ჩვენების საფუძველზე მარტივია.
"მისი ძროხა ჰეროინს ღეჭავდა"
პრაქტიკაში ამის მაგალითი რამილ მამადოვის შემთხვევაშიც არის, რომელიც, მიუხედავად იმის, რომ მუსლიმური ერთობის მოძრაობის წევრი არ არის, მაინც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც დაკავებების პირველ ტალღაში მოჰყვა.
მამედოვი ნეფტჩალას დასახლებაში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა და 2023 წლის 31 იანვარს ღამის ცვლაში იყო, როდესაც დააკავეს.
"დილით, ოთხი პოლიციელი მოვიდა ჩვენს სახლთან და თქვეს, რომ რამილს დახმარება სჭირდებოდათ, ჩემი ვაჟი ავეჯის რესტავრირებაზე მუშაობს. დავურეკეთ რამილს და ვუთხარით, რომ სასწრაფოდ მოსულიყო სახლში", — თქვა რამილის დედამ, კაფიიახან მამადოვამ.
მამადოვი სამუშაოდან სახლში დაბრუნდა, თუმცა სახლში შესვლა ვერ მოასწრო, როცა პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა.
შვიდი საათის შემდეგ, პოლიციამ მის ოჯახს შეატყობინა, რომ იგი ნარკოტიკების შენახვისთის დააკავეს.
"ჩემი შვილი არც კი ეწევა — როგორ შეუძლია ნარკოტიკებს იყენებდეს ან ყიდდეს? იგი დაცვაში 13 წლის განმავლობაში მუშაობდა და ყოველ წელს ნარკოტიკების ტესტს აბარებს სამსახურში. არასდროს ეწეოდა ან სვამდა. ის რელიგიურია და ამ რელიგიური დღესასწაულის დროს მეჩეთში იყო წასული და ეხმარებოდა გაჭირვებულ ხალხს", — განაცხადა მამადოვამ.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მამადოვმა თავისი ძროხები საძოვრად წაიყვანა როდესაც აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პლასტმასის პაკეტს ღეჭავდა, რომელშიც იყო რაღაც, რაც ნარკოტიკს ჰყავდა. იმის შემდეგ, რაც მან პლასტმასის პაკეტი ძროხას პირიდან გამოჰგლიჯა, ჯიბეში ჩაიდო; პოლიციის თქმით, მას ჯიბეში 212 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა.
მამადოვმა და მისმა ოჯახმა ბრალდებები უარყო. დედამისმა დასძინა, რომ პირველი რიგში, მის ვაჟს ძროხები საძოვრად არ წაუყვანია.
სასამართლოში მამადოვმა მის წინააღმდეგ არსებული ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მან მხოლოდ ერთადერთხელ აღიარა კრიმინალი, მაშინ როდესაც პოლიციელი მას დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას სექსუალურად შეავიწროებდნენ.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო მედიამ მამადოვის საქმე რადიკალურად განსხვავებული კუთხიდან წარმოაჩინა.
"ირანელი ჯაშუშის წინააღმდეგ ოპერაცია ნეფტჩალაში განხორციელდა" — შემთხვევა ამ სათაურით იყო წარმოჩენილი მედიაში და მთავრობის განცხადებებს იმეორებდა იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგიური ხალხი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენენ, ირანის მიერ იყვნენ ჩანერგილი ან პროვოცირებული.
თუმცა, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ოფიციალური ბრალდება მამადოვის წინააღმდეგ არა ჯაშუშობა, არამედ არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება და გაყიდვა იყო, რომლის გამოც იგი ექვსი წლით ციხეში ჩასვეს.
მსგავსი ბრალდებები ასევე მუსლიმური ერთობის მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ელვინ გულიევის წინააღმდეგაც იყო აღძრული, რომელიც 2023 წლის მარტში, სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც მანქანის ნაწილების მიმწოდებელად მუშაობდა.
"ჩემი ქმარი არ შეწინააღმდეგებია პოლიციას და გაჰყვა მათ განყოფილებაში. სამსახურში ყოფნისას დაიცარიელა ჯიბეები, თუმცა ამან ვერ უშველა. განყოფილებაში მას 48 გრამი ჰეროინის აღმოუჩინოს", — განაცხადა მისმა ცოლმა, ლამილა გულიევამ OC-Media-სთან.
ამასთან, მან დასძინა, რომ გულიევის დაკავება გადაღებულია CCTV-ის კამერების მიერ, მაგრამ მისი დაკავების შემდეგ, პოლიცია დაბრუნდა იქ, სადაც გულიევი დააკავეს და უსაფრთხოების კამერებიდან მეხსიერების ბარათები ამოიღო.
იმავე თვეს, ჟურნალისტი არზუ გულზმანის ქმარს, ბახტიიან ბაბაშოვს ასევე ნარკოტიკების ფლობა დააბრალეს. თუმცა ბაბაშოვი არ არის მუსლიმური ერთობის მოძრაობის წევრი.
"როდესაც მას პოლიციის ოფიცრებმა დაუძახეს, ჰკითხეს — რატომ ეხმარებოდა რელიგიურ ადამიანებს, რატომ უჭერდა მხარს დაკავებულთა ოჯახებს, რატომ სწირავდა შესაწირს, სოციალურ ქსელში რატომ წერდა სოციალური სამართლიანობის შესახებ და ასე შემდეგ. იგი პოლიციას ნარკოტიკების შესახებ დაკითხვაზე არასდროს გამოუძახებია", — განაცხადა გულზამანმა.
2023 წლის ოქტომბერში ბაბაშოვს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 26 სექტემბერს გულიევი ოთხი წლით ციხეში გაუშვეს, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო საჩივარმა მას სასჯელი სამ წლამდე შეუმცირა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
კახა კალაძე: პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება კახა კალაძე: პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება
გადახედვა
-
2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა "მთავარს" და "ფორმულას" ე.წ ქოლცენტრების საქმეზე "ცილისწამებისთვის" სამართლებრივი დავა მოუგო 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა "მთავარს" და "ფორმულას" ე.წ ქოლცენტრების საქმეზე "ცილისწამებისთვის" სამართლებრივი დავა მოუგო
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან? ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან?
-
თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
გადახედვა
-
TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს TI "ქართული ოცნების" მიერ რუსეთისკენ გადადგმულ 41 ნაბიჯს ასახელებს
გადახედვა
- ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი? ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი?
-
გამოკითხვა: აირჩიე 2025 წლის საუკეთესო სერიალი გამოკითხვა: აირჩიე 2025 წლის საუკეთესო სერიალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა
გადახედვა
-
სახალხო დამცველი ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს სახალხო დამცველი ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს
გადახედვა
-
ჩინელი მომღერლის კონცერტზე გამოჩნდნენ რობოტები, რომლებიც ჩვენზე უკეთ ცეკვავენ — იხილეთ ვიდეო ჩინელი მომღერლის კონცერტზე გამოჩნდნენ რობოტები, რომლებიც ჩვენზე უკეთ ცეკვავენ — იხილეთ ვიდეო
გადახედვა
-
"სიცილის გაზს" დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია — ახალი კვლევა "სიცილის გაზს" დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია — ახალი კვლევა
გადახედვა
-
შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa
-
ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდეც — შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდეც — შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა დსთ-ს სამიტზე დასწრებაზე უარი თქვა ილჰამ ალიევმა დსთ-ს სამიტზე დასწრებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
თბილღვინომ ღვინის მაღაზია და ბარი — The Wine გახსნა თბილღვინომ ღვინის მაღაზია და ბარი — The Wine გახსნა
-
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
გადახედვა
-
საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს
გადახედვა
-
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
-
უსაფრთხო მშენებლობა — რა უნდა ვიცოდეთ სამშენებლო მასალების შეძენისას უსაფრთხო მშენებლობა — რა უნდა ვიცოდეთ სამშენებლო მასალების შეძენისას
-
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დაკავებული აქტივისტების შეწყალების გეგმა არ აქვთ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დაკავებული აქტივისტების შეწყალების გეგმა არ აქვთ
გადახედვა
კომენტარები