FBI კომპანიებს მოუწოდებს არ გამოიყენონ Kaspersky-ს აპლიკაციები
Kaspersky რუსეთში დაარსებული კიბერუსაფრთხოების კომპანიაა, რომელიც ძირითადად თავისი ანტივირუსებითაა ცნობილი.
ბოლო დროის განმავლობაში, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, აშშ-ს არაერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ გამოთქვა ეჭვები. სავარაუდოა, რომ კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან და ასევე მონაწილეობს რუსეთის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა კიბერშეტევებში.
სწორედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიურო კომპანიებს ურჩევს, არ გამოიყენონ Kaspersky-ს ლაბორატორიის აპლიკაციები. აშშ-ს ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, კომპანია თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და სპეცსამსახურებთან. შესაბამისად, შეუძლებელია ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურები იყენებდნენ Kaspersky-ს მიერ წარმოებულ ანტივირუსებსა თუ სხვა აპლიკაციებს.
თავის მხრივ, კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ევგენი კასპერსკი ყველა ბრალდებას უარყოფს და გამოთქვამს მზადყოფნას დაინტერესებულ სტრუქტურებს თავისი წარმოებული პროგრამების საწყისი კოდი გადასცეს. [Source Code]
ინტერნეტ გამოცემა cyberscoop-ის ინფორმაციით FBI-ის წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს ამერიკულ კომპანიებთან და ურჩევდნენ მათ არ გამოეყენებინათ Kaspersky-ს აპლიკაციები. გამოცემის ინფორმაციით შეხვედრები მიმდინარეობდა ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებთან და ასევე ტექნოლოგიურ "გიგანტებთან".
cyberscoop-ის ინფორმაციით, ეს შეხვედრები სხვადასხვა შედეგებით მთავრდებოდა და FBI-ს რეკომენდაციებს, ძირითადად, ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიები თანხმდებოდნენ, განსხვავებით ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე კომპანიებისგან.
ივლისში აშშ-ს სენატმა მიიღო საწყისი დოკუმენტი, რომელიც უკრძალავს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს Kaspersky-სთან თანამშრომლობას. ასევე, კონგრესმა ყველა სახელმწიფო უწყებას დაავალა Kaspersky-ის შესახებ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციის გამოქვეყნება.
Kaspersky-ს მიერ ივლისში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არც კომპანიას და არც მის წარმომადგენლებს არ აქვთ კავშირი რუსეთის სახელმწიფო სამსახურებთან.
შეგახსენებთ, რომ თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "Bloomberg"-ის სტატია გამოქვეყნდა. გამოცემა ამტკიცებდა, რომ კომპანიის დირექტორი შეხვედრებს რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან მართავდა.
აღსანიშნავია, რომ Kaspersky-ის აპლიკაციას ამჟამადაც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი იყენებს, თუმცა, სენატის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან, Kaspersky-ს პროდუქციას არცერთი სახელმწიფო უწყება აღარ გამოიყენებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები