სალომე ზურაბიშვილი

25 Nov. 2024, 19:01


მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია.

ძალიან მეცოდებიან.

მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია, მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომელიც დღეს იჯდა გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ მათ არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომლებიც ნამდვილად სამარცხვინოა, რომელიც შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორეს მისალმების თუ დაჩოქების.

სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს, არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის.

თუ რამეს ვხედავთ, თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის.

ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არაა, რომ მაინცდამაინც ყოველდღე ვიდგეთ სადმე, ჩვენი მთავარი მოვალეობაა მომზადება და ამისთვის თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად არ არიან მზად, რომ მიატოვონ საქართველო და იმედი გვქონდეს იმისი, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად.

და მე, როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე ყოველჯერ, გეტყვით წინასწარ, გეტყვით, რისთვის მივდივარ, გეტყვით, ვის ვხვდები და რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები, ეს უკვე გითხარით და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  2. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  3. უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
  4. ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
  5. "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერს, მარინ ლე პენს საფრანგეთის საპრეზიდენტო…