დიმიტრი ცქიტიშვილი

25 Nov. 2024, 13:02

"გვახსოვს, გაზაფხულზეც რომ დადიოდნენ [ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში], პოლიცია იცავდა მხოლოდ იმას, რომ ისინი შესულიყვნენ და გამოსულიყვნენ. არ ვიცი, რამდენად გასაგებია მათთვის, რა არის დემოკრატია. დემოკრატია ასე არ მუშაობს. პარლამენტში, სადაც მხოლოდ ერთი პარტიაა, ის დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება. საბოლოო ჯამში, სადამდე მივლენ არ ვიცი. ჩვენც აქ ვართ, ამ პროტესტის განუყოფელი ნაწილი ვართ და გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. როგორ მოიქცევა ხელისუფლება შეგვიძლია ვიმკითხაოთ, მაგრამ ვნახოთ და დავუცადოთ. ახლა პარლამენტში რა ხდება ვერ გეტყვით. ალბათ, დაიწყებენ სესიას და დაიწყებენ იმ პროცედურებს რომელიც განსაზღვრულია. უბრალოდ, საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია — იქნება ეს ხანგრძლივი პროტესტი თუ ჩვენც დავიღლებით და შევეგუებით ამ პროცესს. ამიტომ, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა ქვეყანაში არ შედგეს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერის გადადგომისთვის სიტუაცია უკვე მომზადებულია. მისი ვარაუდით, ამის ერთ-ერთი…