ირაკლი ზარქუა

25 Nov. 2024, 13:33

"კონსტიტუციის მიხედვით როგორც არის განსაზღვრული, ცესკო-ს მიერ ოფიციალური, საბოლოო ოქმების გამოცხადების შემდეგ, 25 ნოემბერს ჩაინიშნა სხდომა, სადაც პარლამენტის უმრავლესობა ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას. უსამშობლოებს, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, იმ ახალგაზრდებს, ვისაც იყენებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მივმართავ – დღეს უფლებამოსილებას ვცნობთ. ამის შემდეგ იმ უსამშობლოებს, ვისაც არ უნდათ, თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში, მიეცემათ შესაძლებლობა, დაწერონ განცხადებები.

დღეიდან უკვე აქვთ უფლებამოსილება, დაწერონ განცხადებები, ჩვენ დავაკმაყოფილებთ. აქამდე რაც ჰქონდათ დაწერილი, არის სიცრუე. არ ჰქონდათ მანდატი, განცხადება დაეწერათ. მოტყუებულ ხალხს დაატარებენ ზემოთ და ქვემოთ. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს 2020 წელს. პუფები იყვნენ, შემოვიდნენ, დარჩნენ პუფებად. ახლა იმავე სცენარს გადიან".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ