ევროკომისია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს
დღეს, 30 ოქტომბერს ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციას არ გასცემს.
ამასთან, გავრცელებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რამდენად შეასრულა საქართველომ ბრიუსელის 9 რეკომენდაცია და ამის შესაბამისად, დაიმსახურა თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
ამ ანგარიშის საფუძველზე ევროკომისიამ აღნიშნა, რომ თუ საქართველო არ შეიცვლის მოქმედებების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და ამასთან, ხელშესახებ ძალისხმევას არ აჩვენებს გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად — შესაძლებლობა არ ექნებათ საქართველოსთან მოლაპარაკებების რეკომენდაცია განიხილონ.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკვე ორჯერ თქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დე ფაქტო შეჩერებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რაც გამომდინარეობს რუსული კანონის მიღებიდან და სხვა ანტიდასავლური ნაბიჯებიდან.
"2023-ის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ერთგულება ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების იმპლემენტაციისთვის.
პირიქითაც კი — ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების მიღებას. ასევე, ოფიციალური პირების ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს ტრაექტორიაზე. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.
გარდა ამისა, საქართველომ უმნიშვნელო პროგრესი განახორციელა 2023 წელს დასახული ცხრა რეკომენდაციის შესრულების საქმეში.
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეუთო/ოდირის მისიის წინასწარი მიგნებების თანახმად, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზს დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. ხარვეზებში მათ შორის შედის: ახლანდელი ცვლილებები საარჩევნო პროცესის კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევა, პროცედურული არათანმიმდევრულობა და ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება, რასაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.
ეს წინასწარი შედეგები ადასტურებს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რაზეც ისედაც მიდიოდა საუბარი წინა საკვანძო რეკომენდაციებში. ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციები კი რაც შეიძლება მალე უნდა იყოს იმპლემენტირებული.
ახლა უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი მთელ პოლიტიკურ სპექტრში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები — ევროინტეგრაციის საკვანძო პრინციპების შესაბამისად. საქართველომ ცხრა რეკომენდაციის იმპლემენტაცია პრიორიტეტულ საგნად უნდა აქციოს.
ასევე, საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონები და თავი შეიკავოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც ძირს გამოუთხრის კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, რაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. საქართველომ ასევე უნდა განაახლოს მცდელობები გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი დაბალი რჩება. მართალია, საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა აეკრძალა სანქციების დარღვევა საკუთარი ტერიტორიის გავლით, საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.
ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის ღირებულებებზე და ამის ნაცვლად ებრძოლოს დეზინფორმაციასა და მტრულ პოლიტიკურ რიტორიკას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ თავდასხმები მედიაზე, ოპოზიციასა და აქტივისტებზე შესაბამისად იყოს გამოძიებული და ამ გამოძიებისთვის გარანტირებულად შექმნას შესაბამისი გარემო.
ყოვლისმომცველი და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას კანონის უზენაესობის, მაღალ ეშელონებში კორუფციასთან და ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლაში. ასევე, საშუალება უნდა გაჩნდეს სამართალდამცავი ორგანოების საკმარისი საჯარო და საპარლამენტო კონტროლისთვის და საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გარანტიისთვის.
ევროკავშირი რჩება საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების ერთგული — საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფების შესაბამისად.
თუ საქართველო არ შემოატრიალებს ამჟამინდელ კურსს, – რომელიც საფრთხეში აგდებს გზას ევროკავშირისკენ, — და არ აჩვენებს რეალურ მცდელობებს, რეაგირება მოახდინოს მთავარ შეშფოთებებსა და ძირითად რეფორმებზე, კომისიას ვერ ექნება რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების განხილვაზე", — ვკითხულობთ გავრცელებულ ანგარიშში.
-
გადახედვაიაგო ხვიჩია: უნდა გაიხსნას ელექტრონული უბნები, თუ დარღვევა დადასტურდა, არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად იაგო ხვიჩია: უნდა გაიხსნას ელექტრონული უბნები, თუ დარღვევა დადასტურდა, არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად
-
გადახედვაევროკომისია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს ევროკომისია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს
-
გადახედვამეთიუ მილერის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიებაზე კონსულტაცია მიმდინარეობს ევროპელ კოლეგებთან მეთიუ მილერის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიებაზე კონსულტაცია მიმდინარეობს ევროპელ კოლეგებთან
-
გადახედვაპიტერ ფიშერი: საქართველო უკუსვლით მოძრაობს პიტერ ფიშერი: საქართველო უკუსვლით მოძრაობს
-
გადახედვაცესკო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ცესკო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაჰელსინკის კომისია: ბუზიაშვილისა და გელავას ანგარიშების გაყინვა თავდასხმაა "ატლანტიკურ საბჭოზე" ჰელსინკის კომისია: ბუზიაშვილისა და გელავას ანგარიშების გაყინვა თავდასხმაა "ატლანტიკურ საბჭოზე"
-
გადახედვაამერიკის პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ აღიარა ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ აღიარა
-
გადახედვაპაველ ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსი გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსი გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, თუმცა საგამოძიებო ორგანომ თვითონ უნდა მოიპოვოს ისინი სალომე ზურაბიშვილი: პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, თუმცა საგამოძიებო ორგანომ თვითონ უნდა მოიპოვოს ისინი
-
გადახედვაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური Atlantic Council-ის მკვლევრების ბანკების დაყადაღებაზე განცხადებას ავრცელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური Atlantic Council-ის მკვლევრების ბანკების დაყადაღებაზე განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩაატარა ჯოზეფ ბორელი: საქართველომ საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩაატარა
-
გადახედვაგიორგი გახარია: მშვიდობიანი პროტესტი არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც ხელისუფლების წინაღმდეგ წნეხის სახით შეგვიძლია გიორგი გახარია: მშვიდობიანი პროტესტი არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც ხელისუფლების წინაღმდეგ წნეხის სახით შეგვიძლია
-
გადახედვაისანში, გაზის მომარაგება 6 600 აბონენტს შეუწყდება — "თბილისი ენერჯის" განცხადება ისანში, გაზის მომარაგება 6 600 აბონენტს შეუწყდება — "თბილისი ენერჯის" განცხადება
-
გადახედვაგვარამია: მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პრეზიდენტს გვარამია: მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პრეზიდენტს
-
გადახედვაზელენსკი: დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა ზელენსკი: დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა
-
გადახედვადოლიძე: არჩევნებამდე გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე, მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა, რაზეც ცესკომ თქვა რომ ეს ბიულეტენის "სატესტო ვერსია იყო" დოლიძე: არჩევნებამდე გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე, მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა, რაზეც ცესკომ თქვა რომ ეს ბიულეტენის "სატესტო ვერსია იყო"
-
გადახედვარა ხდება ტვინში, როცა იმედგაცრუებულები ვართ რა ხდება ტვინში, როცა იმედგაცრუებულები ვართ
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარი ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარი ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაცესკოს განცხადებით, ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, ფარულობა სრულად იყო დაცული ცესკოს განცხადებით, ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, ფარულობა სრულად იყო დაცული
-
გადახედვაReuters: ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა Reuters: ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა
-
გადახედვარუსეთმა აფხაზებს სამიდან მეორე სადავო კანონიც მიაღებინა რუსეთმა აფხაზებს სამიდან მეორე სადავო კანონიც მიაღებინა
კომენტარები